"როტორის" ახალწვეულმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის პირველი მატჩი გამოტოვა. შეიძლება ვერც მეორე ტურში ითამაშოს მოსკოვის "დინამოსთან" და ალბათ, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, - იტყობინება news.sportbox-ი.
საქმე ისაა, რომ ვოლგოგრადულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებისას ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
ჯანომ "როტორში" გადასვლამდე "ანორთოსისში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფამაგუსტური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.