ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე სრულად გამოჯანმრთლედა

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტი voetbalprimeur იტყობინება, "გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

გამოცემის ცნობით, გუნდს უკრაინელი მცველი იგორ პლასტუნიც დაუბრუნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ "ბუფალოს" რიგებს ქართველი შემტევი მწყობრში დაუბრუნდა.

ავტორის თქმით, ჩაკვეტაძემ დიდი ხანი იწვალა ტრავმის გამო, თუმცა ახლა მზად არის და ეცდება "გლემკო არენას" ჯონათან დეივიდი დაავიწყოს.

"გენტი" დღეს, 15 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "კორტრიკს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
Bacho
15 აგვისტო 2020 20:27
0
რაა ეს ჩაკვეტაძე ხომ უნდა გვანახოს? ჯერ არაფერი არ გვინახავს. რეალობას გაუსწორეთ თვალი და მოეშვით ილუზიებს. დღეს გენტი თამაშობს და ვერცერთი ქართველი ძირითადში კი არა საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ტყუილა ღიზიანდებით ამას რომ ვწერ. რეალობაა!!
გენა
15 აგვისტო 2020 20:21
5
გენტის თამაშს როგორ ვუყურო, ლინკი დადეთ
ილია
15 აგვისტო 2020 20:16
0
ვერ უყურებ წესიერად სადაც არის იქ სულ ჭედავს და მგონი ვირუსებიტაა გაძეძგილი ის საიტი @ არცერთი ნორმალური არხი არ აჩვენებს გენტის ტამაშებს და აქედანაც ჩანს რა ყანა გუნდიცაა ! ერთი უკრაინული არხი აჩვენებდა ნორმალურად და ისიც ფასიანი გახდა @ ქართული არხები ხომ არ აჩვენებენ ! მერე თურქული სერიალები და იდიოტური გადაცემები როდისღა უნდა აჩვენონ ? @
ზურა222
16 აგვისტო 2020 02:39
0
მიდი გიო ათამაშდი რა! ვისაც ნაკრები გვიყვარს ყველა შენ შემოგციცინებთ!
ბასკი
15 აგვისტო 2020 19:00
0
ყენია ანანიძე ჩაკვეტაძე უადგილოდ გაპიარებული ფეხბურთელები. არცერთს არაფერი არ უთამაშია. გვაჩვენოს ჩაკვეტაძემ თუ რამე შეუძლია!! ჯერჯერობით არ გვინახავს მისი ისეთი არაფერი რომ გადავირიოთ.
გენა
15 აგვისტო 2020 18:59
28
შენ რა გიქნია გენა ღირებული, იქნებ ისიც გვითხრა?
ჩებურაშკა
15 აგვისტო 2020 21:42
1
შენ რომ არ გიყურებია,არ ნიშნავს,რომ არ უთამაშიათ.ეტყობა ასაკით ძალიან პატარა ხარ.19 წლის ლევან ყენია,ბუნდესლიგის სამეულში მყოფ შალკეში, სათამაშო დროს თანაბრად იყოფდა ივან რაკიტიჩთან,ახლა ბარსელონაში რომ თამაშობს და,მასზე რამდენიმე წლით უფროსია.ჯანო ანანიძეს 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი მოსკოვის სპარტაკში და დღესაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რუსეთის ჩემპიონატში გოლი რომ გაიტანა.რუსები გაგიჟებულნი იყვნენ მისი დრიბლინგებით და პასებით,საქართველოს ნაკრებშიც გამთამაშებლის პოზიციაზე,ბადალი არ ჰყავს.ჩაკვეტაძე,აქვე,შენს თვალწინ გამოჩნდა და პერსონალურად,მისი გოლებით,პენალტით და გადაცემებით გაიმარჯვა ნაკრებმა ჯგუფში.18-19 წლის ბიჭებისაგან ასეთი დასაწყისი,სახუმარო ნამდვილად არ არის და ტრავმების გამო რომ ვეღარ განვითარდნენ,ეს მათი ბრალი,უნიჭობა ან სიზარმაცე კი არა,ის ტრავმებია,ბავშვთა ასაკში ხელოვნურ საფარიან მოედნებზე ვარჯიშით,არასრულფასოვანი კვებით,არასწორი ვარჯიშებით და მკვეთრად გადიდებული დატვირთვებით რომ აქვთ მიღებული.
სოსო
15 აგვისტო 2020 20:19
1
ყველა გამოხმაურება
და ბატონი იენსი, როგორ არის? ტორუპიც ჯანმრთელად არის?
დათო
15 აგვისტო 2020 18:35
0
იმედი მაქვს ძირითადში იქნება
Gio
15 აგვისტო 2020 17:24
1
სილკ უნივერსალი აჩვენებს ამ თამაშს ნეტა? წინა თამაში აჩვენა და არც ერთ ქართველს არ უთამაშია
grisha
15 აგვისტო 2020 16:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული