ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გარეშე "გენტი" "კორტრიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"გენტმა" სეზონის სტარტზე მეორე მატჩიც წააგო

ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 1:2 დამარცხდა.

"გენტიდან" გოლი უკრაინელმა მცველმა იგორ პლასტუნმა გაიტანა, რომელმაც გასულ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" (1:2) სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო.

ცნობისათვის, "კორტრიკის" მწვრთნელი "გენტის" ყოფილი თავკაცი ივ ვანდერჰაეგეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიურმა პრესამ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის მორჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და მწვრთნელმა იეს ტორუპმა წინასამატჩო განაცხადში ისიც შეიყვანა და გიორგი ქვილითაიაც, საბოლოო განაცხადში არც ერთი არ იყო.

"გენტი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, 22 აგვისტოს ბელგიის
ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
სორი ტრომპი....
საქმე
15 აგვისტო 2020 23:47
1
იმის მაგივრად საკუთარ თავში ჩაიხედონ, სულ სხვაგან იშვერენ ხელს და სხვას ადანაშაულებენ. ვერ მიხვდნენ რომ არც ტვენტეს ეჯავრება ქართველები, არც გენტს, არც სარაგოსას, არც გენკს და ალბათ არც ერთ გუნდს სადაც ქართველები თამაშობენ. უბრალოდ, ჩვენ წარმოდგენაში სხვაა ფეხბურთი და განვითარებული ევროპის წარმოდგენაში სხვა. ჩვენ ფაქტიურად არ ვიცით არც თანამედროვე ფეხბურთის თამაში და არც თანამედროვე პროფესიონალური ქცევა. ამას კომენტარებიც მოწმობს.
odala
16 აგვისტო 2020 13:47
4
ტორუპი ნაწყენოა ჩაკვეზე. ხინკლის რეცეპტი უთხოვია თურმე და ამან არ მისცა.
Jayo
16 აგვისტო 2020 16:02
2
სანამ ქვეყანა ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და კორონას წინააღმდეგ გადააყოლა ყველაფერი, ასე იქნება ქართველების გუნდიც. პირდაპირპროპორციულად აისახება ყველაფერი.
რომანი
15 აგვისტო 2020 23:47
25
რეებს ბოდიალობ ????
ზურა222
16 აგვისტო 2020 01:24
1
Რო ლაპარაკობთ აგენტმა უნდა მოითხოვოს, ფეხბურთელის სათამაშო დროის მიცემა, ხო ვერ მეტყვით ვინ ყავს ჩაკვეტაძის აგენტი და ამ აგენტის განხორციელებული რომელიმე ტრანსფერი.
Paata k
16 აგვისტო 2020 15:31
1
გოგა გახოკიძეა მაგის აგენტი. ყოფილი ფეხბერთელი და ძველი ბიჭი შეთავსებით.
Irakliy
16 აგვისტო 2020 15:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული