მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კლუბი იჯარის წესით დატოვა და მომავალ სეზონს, ფაქტობრივად, ქართულ "როტორში" ჩაატარებს.
ხელშეკრულება 2020/21 წლების სეზონზე გრძელდება და "რკინიგზელებს" ქართველი მცველის ზამთარში დაბრუნების უფლება აქვს.
"საბამ "ლოკოსთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგა, ორჯერ რუსეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. კვირკველიას ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებთ." - ვკითხულობთ "ლოკომოტივის" განცხადებაში.
დღეს, 20 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი, ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა და ვოლგოგრადულ კლუბში ქართველთა რიცხვი უკვე 5-მდე გაიზარდა.