კვარაცხელიას "რუბინმა" ცსკა-ს მოუგო - "როტორში" დავითაშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში "რუბინისა" და "როტორის" მატჩები შედგა, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.

"რუბინმა" მოსკოვში 2:1 მოუგო ცსკა-ს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად გამორჩეული არ იყო.

88-ე წუთზე ყაზანელები აშკარა გოლისგან მეკარე დიუპინმა იხსნა, 90+2-ე წუთზე კი მაკაროვმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რუბინმა" ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულით მე-11 ადგილზეა და 26 აგვისტოს "უფას" უმასპინძლებს.

"როტორი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "სოჭისთან", თუმცა შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც
წაეგო.

ვოლგოგრადულ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც 33-ე წუთზე ტრავმირებული პესეგოვი შეცვალა. ბექა მიქელთაძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

საბა კვირკველია, ნიკოლაი ყიფიანი და ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყვნენ.

"როტორი" 1 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და 26 აგვისტოს "სპარტაკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩამოეთრევა ეგ რუსი ლოკომოტივთან სათამაშოთ და .....
ქომაგი
21:51 13-09-2020
0
1 ს რატო უზრდელობ ან ამ საიტის უფროსობას გძინავთ მშობლები გყავთ საერთოდ.მშობლებს წყევლის ტრაწიანი ბურთის გულისთვის და თქვენ კიდე ხალისობთ.ფუ....
zaza
12:16 23-08-2020
1

სიახლეები პოპულარული