მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა სელექციონერმა ვიქტორ ტიშენკომ დედაქალაქური კლუბიდან ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესახებ ისაუბრა.
"თავიდან კვარაცხელია "ლოკომოტივს" უფასოდ დაუთმეს, ხელფასსაც კი აგენტი უხდიდა. შემდეგ 1 წლით იმავე პირობებით "ლოკომოტივში" მისი დატოვება სურდათ, ოღონდ კი სიომინთან ემუშავა.
თუმცა, ახალმა ხელმძღვანელობა საკითხს ცუდი აზრებით მიუდგა. ხვიჩასთან ლოსიუკი მივიდა და კონტრაქტის გაფორმება აგენტისა და სიომინის ზურგს უკან შესთავაზა. ხვიჩამ უარი განაცხადა და ასეთი ფრაზაც მოისმინა: "მაშინ აიღე ჩანთა და დილით ჩემმა თვალებმა აღარ
დაგინახონ".
კლუბში დაიწყეს საუბარი, რომ არაფერი განსაკთრებული არ მომხდარა და ახალგაზრდულ გუნდებში ასეთი ბევრი ფეხბურთელი ჰყავდათ. მაგრამ, ხვიჩას მსგავსი იქ არავინ ყოფილა.
ვლადიმერ გუცაევმა მითხრა: "საქართველოში 40 წელია ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ დაბადებულა, როგორიც კვარაცხელიაა,"- განაცხადა ტიშენკომ.
მომზადებულია Match Tv-ს მიხედვით