გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონს შესთავაზეს

AutoSharing Option
walfoot.be-ს რედაქტორმა იოახიმ დიურანმა ბელგიის ჩემპიონ "ბრიუგეს" შეტევის გასაძლიერებლად 5 ფეხბურთელი და მათ შორის "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესთავაზა. დიურანის აზრით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფლამანდრიულ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის დამატება შეუძლია.

გიორგი ჩაკვეტაძე (20 წლის, გენტი)
"თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ გადმოვიდა, მაგრამ ბევრ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 325 წუთი ითამაშა. თბილისში დაბადებულმა ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, მისი უნარების გათვალისწინებით, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გადაყვანა შეიძლება საინტერესო იყოს.

თუმცა, ჯერ უცნობია ამყარებს თუ არა მასზე იმედებს "გენტის" ახალი მწვრთნელი ლასლო ბოლონი".

ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის სამივე სასტარტო მატჩი გამოტოვა, რომლებიც მისმა გუნდმა წააგო და აუტსაიდერია.

გამოცემამ "ბრიუგეს" აგრეთვე ტეემუ პუკის (ნორვიჩი), ჰარის სეფეროვიჩის (ბენფიკა), სეკუ კოიტას (ზალცბურგი) და როჯერ ასალეს (იანგ ბოიზი) კანდიდატურები შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ალბატ აქ წესირეად განუვითარებლობამ ბელგიის ფიზიკურ დატვითვებს ვერ გაუძლო და დავრჩით მგონი მარადილ მეცნებებად როგორც აქამდე იყო. არ შეიძლებოდა ეს ბიჭი შეგვენარჩუნებინა საქარტველოში და რო მოზლიერდებოდა მერე გაგვეშვა გახსოვთ ალბათ იტალიას რო მოუგო რუსთავში ახალგაზრდებმა იმ წაგებული იტალიის ახალგაზრდები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ სემდეგში ჩვენი მმოგებულება კი 20 წელი რო შეუსრულდათ ვერარ გაქაჩეს მეტი.
vova
23 აგვისტო 2020 21:41
0
ძალიან ვნერვიულობ და არ შემეპასუხოთ რასაც გკითხავთ ყველა გულშემატკივარს ეს ბიჭი საქართველოში რო დარჩენილიყო ამ დონეზე ვერ იქნებოდა? არ დაიწყოთ ეხლა ბელგიამ რამე კარგი მოუტანაო თორემ გადავირევი იქ წასვლამ უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა.
zurabi
23 აგვისტო 2020 21:33
1
არავის აინტერესებს რა ჭირს ჩაკვეტაძეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ან ნაკრების მწვრთელს?
დუდა
23 აგვისტო 2020 21:21
3
ტრამვაა ტრამვა ეს ოხერი და ისე აქ ყველას წყალი პირში ჩაგუბებული ეტყობა იმედიც არაა მომჯობინების.ეჰ
hhh
23 აგვისტო 2020 21:08
2
ჩაკვეტაძე ხომ არ არის რიგითი ფეხბურთელი, ის მთელი საქართველოს იმედია, ამიტომ არ შეიძლება მისგან ან ინტერვიუ აიღოს ვინმემ, ან უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ. ტრავმას სერიოზული მიდგომა სჭირდება, ყენიას მწარე მაგალითი ყველას გვახსოვს. არც სიჩქარე ვარგა ასეთ დროს, მაგრამ გაუგებარ სიტუაციაში ვართ ყველა. ისე რა გუნდი შეიძლება გვეყოლოს აა? იქით ჩაკვე, აქეთ კვარა, კიტეიშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, კანკავა.... ფანტასტიკააა
კაი რა
23 აგვისტო 2020 21:05
6
რა ტრავმა ასეათი ამდენი ხანი რომ ვერ მორჩაა მე თავის დროზე გამიხარდა რომ გადაიდო სანაკრებო თამაშები ვიფიქრე რომ ჩაკვე მოასწრებდა გამოჯამრთელებას ფორმაში შესვლას და აღდგენას და ახლა როცა ასე ცოტა დრო დარჩა სანაკრებო თამაშებამდე ისიც კი არ ვიცით რა მდგომარეობაში და რა არის მისი უთამაშებლობის მიზეზი და საერთოდ თუ ვნახავთ კი მოედანზე უახლოეს მომავალში ესეც გაურკვეველია
ზაზა
23 აგვისტო 2020 20:10
2
ეგ ისეთი ტრავმაა,შესაძლოა ვერც ვერასოდეს აღიდგინოს ძველი ფორმა.იმედია ასე არ იქნება.
სოსო
24 აგვისტო 2020 18:38
0
პირველ რიგში გთხოვთ ის გარკვიეთ რა არის ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ?? ტრავმა აქვს თუ არ არის ჯერ საჭირო სათამაშო კონდიციებში რუს გამო ვერ ხვდება განაცხადში ?? და როდის შეიძლება, რომ ვნახოთ მოედანზე ყვრლაზე მეტად გულშემატკივარს ეს გვანტერესებს ახლა
გიო
23 აგვისტო 2020 20:07
1
"... და როდესაც დადგა 1001-ე ღამე, შეჰერეზადამ თქვა: მსმენია მეფო .." და შემდეგ, როგორც ზღაპარშია
დათო
23 აგვისტო 2020 20:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული