კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ერმისი".
გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილი კი 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ოქრიაშვილმა 51-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მესამე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
29 აგვისტოს "ანორთოსისი" გასვლაზე "პაფოსს" შეხვდება.