ფოტო: fcdinamo.ge
როგორც რამდენიმე ავსტრიული სპორტული გამოცემა წერს, თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" განაგრძობს.
ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ დატოვა და უკვე ავსტრიაში იმყოფება.
ლოჩოშვილს "ვოლფსბერგერში" კიდევ ერთი ქართველი - გურამ გიორბელიძე დახვდება. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდელისგაში მე-3 ადგილის დაკავებით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.
შესაბამისად, ორივე ქართველი ფეხბურთელი ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.
საკვალიფიკაციო კი არა ევროპა ლიგის ჯგუფი გაინაღდა
წარმატებები ლოჩოს