კიკნაძე კვირკველიას "როტორში" გაბრწყინებას ელის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ საბა კვირკველიას "როტორში" იჯარით გაშვებაზე კომენტარი championat-თან გააკეთა.

"კვირკველია? იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან კიდევ დაბრუნდება. ჩვენ საიჯარო ხელშეკრულების პუნქტის მიხედვით მისი დაბრუნება შეგვიძლია. მე უბრალოდ მესმოდა, რომ სკამზე ჯდომა მოუწევდა, პრაქტიკა კი მნიშვნელოვანია. გაიბრწყინებს - შესანიშნავია.

მან ჩვენთვის ბევრი გააკეთა, ბევრი გაიღო. თუ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის დაბრუნდა, მაშინ... პრაქტიკა კი საჭიროა".

კვირკველია "ლოკოში" 2017 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კონტრაქტით კი "რკინიგზულ" კლუბთან გაისამდეა დაკავშირებული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კი გასაგებია როდესაც გუნდში არ გენდობიან და უცებ მოდის მწვრთნელი რომელსაც მთელ კლუბზე დიდი ავტორიტეტი გააჩნია და ის საკუთარი შვილივით გექცევა, შეუცვლელ მოთამაშედ გაქცევს და შენც ფრთები გესხმება, სისტემატიურად ხვდები სიმბოლურ ნაკრებებში, გასახელებენ ჩემპიონატის ყველაზე საიმედო მცველად. ტიტულს ტიტულზე იგებ და ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი გამარჯვების შემდეგ, შინ დაბრუნებული, დაღლილი წამოწვები და გაგახსენდება შენი გზა. გზა კი არა მთელი ომი იყო! ომი რომელშიც გგონია რომ საბოლოოდ გაიმარჯვე და სამუდამოდ წარსულში დარჩა ის საშინელი,და დეპრესიული პერიოდი როდესაც ჩემპიონატოს საუკეთესო მცველობას და სიმბოლურ ნაკრებებს არც ინატრებდი, თასზე თუ მოხვდებოდი შემადგენლობაში და ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე... ძირითადის მცველები კი “მოფლიოს ჩემპიონებად” გეჩვენებოდა. და ამ დროს საკუთარ თავს ეკითხები, რა მოხდა? როგორ დავაღწიე თავი ამ კოშმარულ სიზმარს და პასუხზე დიდი ფიქრი არ გჭირდება - ყველაფერი იმ კაცის დამსახურებაა ღრმა თადარიგიდან “კაცად გაქცია”! ახლა ქვეყნის საუკეთესო სპორტულო ჟურნალისტები ინტერვიუს გეხვეწებიან და ამჩნევ როგორ უხარიათ კომენტატორებს თამაშისას შინაურულად საბათი რომ მოგიხსენიებენ შენთან ნაცნობობის ნიშნად... რა იქნებოდა ფიქრობ რომ არა ეს ღვთისნიერი კაცი. გახსენდება ბიჭები რომლებსაც არც ნიჭი აკლდათ არც მონდომება დღეს კი ზოგი თბილისის ლოკომოტივს “ამაგრებს” და ზოგიც რუსეთის ქვედა დივიზიონების მაჩანჩალებს... შემც ხომ გიფიქრია დაბრუნებაზე იმ დროს? მაგრამ შენ სხვა ბედი გერგო. გამოჩნდა “ის კაცი” და აგერ უკვე მთლად ოცნებას მიუახლივდი! სადაცაა ხელით შეწვდე! ჯერ ყველაზე ავტორიტეტული გამოცემები წერენ რომ კვირკველიას თვალიო. ჯერ ჭორი გგონია მაგრამ საკუთარი აგემტი რომ გირეკავს სიტყვებით - საბა მაგარი ამბავი მაქვს და დღეს აუცილებლად უნდა შევხვდეთ. ლესტერიდან დამირეკეს და კლუბში არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს სანამ პირობებზე არ შევთანხმდებითო... აი ამ დროს გახსენდება ის ვისი წყალიბითაც მიხვედი აქქმდე! ვის უნდა უმადლოდე ინგლისის პრემიერლიგის გუშინდელი მთლად ჩემპიონი რომ გეპატიჟება! გახსენდება სულ ცოტა ხნის წინ როგორ შეპირდი საკუთარ თავს რომ ამ კაცს საქმეში არასოდეს უღალატებ და ბოლომდე უერთგულებ. შემდეგ კლუბის ხელმძღცანელობაც ნამუსზე - გუნდის ინტერესები პირველ ადგილზეა სოლომონ! კლუბის დამსახურებაა ყველაფერი რაც გაქვს. აქეთ ის კაცი გთხოვს - საბა ეს სეზონი ჰაერივით გვეირდები და არ დაგვაღალატოო და ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ რჩები! რჩები და საბედისწერო არჩევსნს აკეთებ. მერე ფიქრობ, კიდევ მეტს ფიქრობ. დამნაშავეს ეძებ. ნებისმიერ თავისუფალ დროს ლესტერის თამაშებს უყურებ და საკუთარ თავს წარმოიდგენ ხან ჩელსი არსენალის ხან მანჩესტერების და ხან თუნდაც მგელ კაჭკაჭების წინააღმდეგ. აღარც ეს ტიტულები გინდა, არც თამაში და აღარც ვარჯიში... მალე შემადგენლობაშო ადგილს კარგავ, იმ კაცს პოსტიდან უშვებენ, შენ კი Добро пожаловать в Ротор Волгоград!

ზაზა
23:30 24-08-2020
1
არცერთი ქართველი არ უნდა წავიდეს რუსეთში სათამაშოდ, იმიტომ რომ იქ უბრალოდ არ აფასებენ, კვირკველიას რომ რაიმე ექნება დასამტკიცებელი მაგათთვის, მაგათ პატრონს რაააა....
გიორგი
22:04 24-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული