ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიელ "მგლებთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება ავსტრიული კლუბი თავისი საიტით.

ქართველი ცაცია "მგლების" გუნდში

"22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოდან" ჩვენს გუნდში გადმოვიდა. მას ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, რომელიც ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

ლოჩოშვილმა, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთანაც" იასპარეზა. ის თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადავიდა, რომელმაც სლოვაკეთის "ჟილინაში" გაუშვა იჯარით, ერთი წლის შემდეგ უკრაინაში
დაბრუნდა, ხოლო 2020 წლის იანვარში - თბილისის "დინამოში".

ლოჩოშვილის სიმაღლე 191 სმ-ია, "ვოლფსბერგერში" კი 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს".

გუნდის მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა განაცხადა, რომ ლუკა ახალგაზრდა მცველია, ცენტრშიც შეიძლება მისი გამოყენება და მარცხენა ფრთაზეც, საერთაშორისო დონეზე თავისი ოსტატობა უკვე დაამტკიცა და მოხარულნი არიან, ბოლოს და ბოლოს რომ დაიმატეს. მან ტრანსფერის გაჩარხვაში ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ლოჩოშვილის მხარდამხარ კი ახლახან "დილადან" გადასული მცველი გურამ გიორბელიძე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეც გავაფორმე კონტრაქტი ლონდონის როიალ ალბერთ ჰოლის მუზეუმთან , კარისკაცად, და ვინ გამიბაზრეებს ?
0
ბოდიში,მაგრამ ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე გარბოდაო:)დალოცვილო ტირანაშთან 2 სასაცილო გოლს,რომ გაუშვებს რავიცი რავიცი.მანამდე მოაწერე ხელი ეტყობა?ამიტომ ჭირდება დინამოს ჩემპიონობა რეკლამაა
mosexoneli
08:01 25-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული