ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიელ "მგლებთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა "ვოლფსბერგერთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება ავსტრიული კლუბი თავისი საიტით.

ქართველი ცაცია "მგლების" გუნდში

"22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოდან" ჩვენს გუნდში გადმოვიდა. მას ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, რომელიც ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

ლოჩოშვილმა, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთანაც" იასპარეზა. ის თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადავიდა, რომელმაც სლოვაკეთის "ჟილინაში" გაუშვა იჯარით, ერთი წლის შემდეგ უკრაინაში
დაბრუნდა, ხოლო 2020 წლის იანვარში - თბილისის "დინამოში".

ლოჩოშვილის სიმაღლე 191 სმ-ია, "ვოლფსბერგერში" კი 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს".

გუნდის მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა განაცხადა, რომ ლუკა ახალგაზრდა მცველია, ცენტრშიც შეიძლება მისი გამოყენება და მარცხენა ფრთაზეც, საერთაშორისო დონეზე თავისი ოსტატობა უკვე დაამტკიცა და მოხარულნი არიან, ბოლოს და ბოლოს რომ დაიმატეს. მან ტრანსფერის გაჩარხვაში ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

"ვოლფსბერგერი" ავსტრიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ლოჩოშვილის მხარდამხარ კი ახლახან "დილადან" გადასული მცველი გურამ გიორბელიძე ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩხეტიანმა თუ იცოდა,რომ მეორე დღეს მიდიოდა ავსტრიაში სათამაშოდ,რაღას გამოყავდა ტირანასთან.რა დიდი მიხვედრა უნდოდა,რომ დაიკიდებდა ტირანასაც, დინამოსაც და თამაშის შედეგსაც.ასეც მოხდა.მთელი თამაში ზედმეტი ნაბიჯი არ გადაუდგია,თავი არაფრით შეუწუხებია,თუმცა ისევე როგორც მთელ იმ სირების ბანდას,იმ საღამოს რომ დინამოს მაისურებით დაბოდიალობდნენ მინდორზე
ნუკრი
01:49 25-08-2020
0
დინამო მოინელა და ვალმოხდილი წავიდა :D
დაT
23:28 24-08-2020
0

სიახლეები პოპულარული