დავითაშვილმა ჯიქიას კინაღამ ხელი მოსტეხა - კვარაცხელია "რუბინს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში "რუბინმა" და "როტორმა" ითამაშეს, რომლების ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები იცავენ.

"რუბინმა" სახლში 3:0 დაამარცხა "უფა", რომლის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ჯიმი ტაბიძე.

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძალიან აქტიური იყო, მარცხენა ფრთიდან ამწვავებდა თამაშს, ხუთჯერ მეკარე ბელენოვმა მოიგერია მის მიერ დარტყმული ბურთი, ერთ-ერთ მათგანი კი, როდესაც გოლკიპერმა ბურთი ვერ შეიმაგრა, დუბლის ავტორმა მაკაროვმა გოლით დააგვირგვინა. მაკაროვს ხვიჩას წამოწყებული შეტევის შემდეგ ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ცარიელი კარი ვერ დალაშქრა. ხაზგასასმელია, რომ პირველი გოლიც ყაზანელებმა კვარას შესანიშნავი
სოლო-რეიდის შედეგად გაიტანეს.

მოკლედ, როგორც იტყვიან, თამაში გააკეთა.

altსლუცკი: მთავარია, კვარაცხელია ყველა მატჩში ბევრ მომენტს ქმნის


"რუბინმა" ზედიზედ" მეორე გამარჯვება მოიპოვა, 7 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 30 აგვისტოს "ტამბოვს" უმასპინძლებს.

"როტორი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:1 დამარცხდა.

ვოლგოგრადულ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს საბა კვირკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა. 53-ე წუთზე კვირკველიასთან ბრძოლისას, რომელმაც "როტორში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა, საჯარიმოში მეტოქე გუნდის თავდამსხმელი სობოლევი წაიქცა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ბაკაევმა  გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი უდავოდ დავითაშვილი იყო. მას აშკარად ვერ გაუმკლავდა "სპარტაკის" კაპიტანი ჯიქია. ერთხელ ორთაბრძოლისას ზურიკომ კინაღამ ხელი მოსტეხა, შემდეგ 60-მეტრიანი დრიბლინგისას გაექცა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მაქსიმენკო. მერე მეკარემ ისევ არ დაანება გოლის გატანა, კომპენსირებულ დროში კი მის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

აქამდე გულშემატკივრები "როტორს" აკრიტიკებდნენ, ახლა კი, მიუხედავად წაგებისა, აღნიშნავენ, რომ გუნდის და განსაკუთრებით, ზურიკოს იმედი აქვთ.

championat-ი აღნიშნავს, რომ დავითაშვილი პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორია და "სპარტაკი" კიპერმა და ძელმა იხსნეს. "სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ კარგი გარჯისათვის ნამატჩევს მეკარეს დიდი მადლობა გადაუხადა.

"როტორის" განაცხადში არ იყვნენ ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე.

"როტორი" 1 ქულით უკანასკნელ, მეთექვსმეტე ადგილზეა და 29 აგვისტოს გასვლაზე "ხიმკის" დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, სანაკრებო მატჩების წინ სასიხარულოა ხვიჩასა და ზურიკოს კარგი თამაში!

მკითხველის კომენტარები / 20 /
ცუდი ნათქვამია, მაგრამ ვერ ვძღები ამ ბიჭის ყურებით. გენაცვალე.
100%
22:49 26-08-2020
0
ხვიჩამ კარგი იყო დღეს, მაგრამ ყველაზე მეტად კორეელის გამოჩენა გამიხარდა რუბინში, მეპასე გამოჩნდა გუნდში.
დათო
22:09 26-08-2020
0

სიახლეები პოპულარული