ბელგიურმა გამოცემა dhnet.be-მ ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის "პირველი დივიზიონი B-ის" კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
სტატიის ავტორი წერს, რომ "ლომელის" კარში 4 გოლის ავტორი ფრანგ-ქართველი თავდამსხმელის სიმბოლური გუნდის მიღმა დატოვება შეუძლებელი იყო.
"მეცის" ფორვარდმა, რომელიც ფრანგულმა კლუბმა ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის "სერანში" გაანათხოვრა, ახალ ქვეყანაში საოცრად დაიწყო და პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.
გიორგი მიქაუტაძე 19 წლის გახლავთ. 175 სმ სიმაღლის სწრაფ ფორვარდს ლიგა 1-ში დებიუტი გასულ სეზონში "ნიცას" წინააღმდეგ ჰქონდა.