ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგაში ახლადდაწინაურებულმა "კარაგიუმრუკმა" კონტრაქტი ქართველ ფორვარდ ვატო არველაძესთან გააფორმა, ხოლო ადგილობრივმა გამოცემა "AA-," ინტერვიუ ფეხბურთელთან ჩაწერა.

"კლუბი და გუნდში არსებული გარემო ძალიან სასიამოვნოა. კოლექტივი ერთ ოჯახად არის შეკრული, ყველას ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ახალ სეზონს.

ის, რომ ბიძაჩემი (შოთა) ლეგენდაა, მე დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და ჩემდამი მოლოდინებს ზრდის. შოთა ჩემი კერპია, თუმცა ვეცდები მასზე უფრო მაგარი გავხდე.

სტამბული ძალიან დიდი და ლამაზი ქალაქია. ძალიან მომწონს აქ ყოფნა და ცხოვრება. "კარაგიუმრუკი" კი ხალხთან დაახლოებული
გუნდია. უამრავი, გულმხურვალე გულშემატკივარი ჰყავს. მათთვის თამაში დიდი სიამოვნება იქნება.

ბიძებმა ტრაბზონში ლეგენდების სახელი დატოვეს. ძალიან გაუხარდათ, რომ აქ ჩამოვედი სათამაშოდ. სასიამოვნოა მათ ნაკვალევზე ყოფნა და მათი სახელის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ჩემით იამაყებენ. ბიძაჩემი 9 ნომრის პორიზიაზე თამაშობდა, მე ცოტა განსხვავებულად ვთამაშობ. თუმცა, შოთა მუდმივად მაძლევს რჩევებს, ყველა თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობთ, ფეხბურთსა და ჩემ გამოსვლას განვიხილავთ. მას ჩემ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს.

გუნდის მიზანი არა მხოლოდ სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება, არამედ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ჩვენ ფანების გულები უნდა გავახაროთ. ვეცდებით მათთვის ყველა თამაში მოვიგოთ.

სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდია, ბევრი ძლიერი ფეხბურთელიც. გარედან ჩემპიონატი მიმზიდველად გამოიყურება, ის ხომ მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ლიგაა. ეს კი უდიდეს მოტივაციას მმატებს.

ცხადია, ყველა ფეხბურთელის მსგავსად მეც მინდა ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში თამაში. თუმცა ახლა ჩემი მთავარი მიზანი მაღალ დონეზე თამაში და გუნდისთვის გოლების გატანაა."

ვატო არველაძის გუნდი სუპერლიგის 2020/21 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 სექტემბერს საშინაო არენაზე "იენი მალათიასპორის" წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 20 /
ვატო,კარგი ბიჭი ხარ,სურვილიც კარგი გაქვს და მიზნის მიღწევასაც მთელი გულით გისურვებ,მთელ საქართველოსთან ერთად.შოთის კალიბრის თუ გახდები,რაღა გვიჭირს,მაგრამ რაღაცას რომ ამბობ,ხომ უნდა იფიქრო,მკითხველი დაგიჯერებს თუ არა ამას?სრულიად სამართლიანად არ დაგიჯერებს.აი გახდი ასეთი ფეხბურთელი და თვითონ გულშემატკივარი იტყვის,რომ ტყუპებზე მაგარი ხარ.არც მამაშენის ტოლობაზე ვიტყვით უარს,ტყუპების ფონზე არ ჩანდა,თორემ ჩინებული ფეხბურთელი იყო,მამაშენიც.წარმატებები.
სოსო
30 აგვისტო 2020 13:55
0
ყველას გაუხარდება თუ კი წარმატებას მიახწევ შენც და სხვებიც!!! მაგარამ შოთა კი არა , მამაშენის სივს გადააავლე თვალი, ბუნდესლიგის ფეხბურთელი იყო, როცა ამ დროს ბუნდესლიგა დღეს მარტო ტელივიზორიდან გაქვთ ნანახი, სხვათაშორის რეზის მაგარი პასიც ქონდა და ჯარიმებს ძალინ მაგრად ასრულებდა, მეტიც მსგავსი ჯარიმის დამრტყმელი დღესდღეობით არ გვყავს არავინ!! აჩიკო არის მაგ გუნდის ვიცე პრეზიდენტი და გასაგებია რო დაგეხმარა, ხოდა არ უნდა გაუცრუო იმედები არც აჩის და არც ჩვენ გულშემატკივრებს!!! წარმატებები, და ისე შენ თუ შეძლებ შოთას კი არაა ქინქლაძესაც აჯობე თუ გინდა !!!
Vasili
30 აგვისტო 2020 16:10
0
ნუ ჩერჩეტობ
nu cherchetob
30 აგვისტო 2020 17:09
2
მინდა ვატოს წარმატებები ვუსურვო
geo
30 აგვისტო 2020 14:21
3
ის ურჩევნია მამულსა
შვილი რომ სჯობდეს მამასა (ბიძასაც)
თუმცა ვერ ვხედავ (ჯერჯერობით) ამასა
გუგა
30 აგვისტო 2020 19:29
1
ცატო არველაძე არაფერს არ წარმოადგენს . შოთასთან მისი შედარებაც კი უადგილოა.
მიდი გელა!
30 აგვისტო 2020 19:01
1
გაგვიხარდება!
100%
30 აგვისტო 2020 17:38
2
ეს ბიჭი არიან ძალიან ნიჭიერი, თუ მოინდომა შოთის კი არა ლევანდოვსკის აჯობებს!
ვახო
30 აგვისტო 2020 13:33
22
მონაცემები კი გაქვს შენგელიასაც კი აჯობო არა თუ შოთას, შოთა რაღაც დაბრეცილი იყო, შენ მეტი შეგიძლია, მაგრამ ეტყობა არ ვარჯიშობ საკმარისად.ან ფანტაზიას არ იყენებ.
ddgfdf
31 აგვისტო 2020 02:57
3
მიზანმიმართული შრომით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი
მენტალური მომზადების ცენტრი
30 აგვისტო 2020 20:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული