კიტეიშვილი გუნდელებისთვის ავტორიტეტია - ოთარი "შტურმის" ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

AutoSharing Option
spox.com-ის ინფორმაციით, გრაცის "შტურმის" კაპიტნად 29 წლის ნახევარმცველი შტეფან ჰიერლანდერი აირჩიეს, ხოლო გუნდის ვიცე-კაპიტანი კი საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი იქნება.

"ოთარ კიტეიშვილი გუნდში ავტორიტეტით სარგებლობს, რისი მიზეზიც მისი კარგი თამაშია", - განაცხადა "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეა შიკერმა. 

მოგეხსენებათ, ოთარს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ვერ ეხმარება. 

altლამაზი გოლი თავით, ნახტომში - კიტეიშვილმა სლოვენიურ გუნდს გაუტანა [VIDEO]

altკიტეიშვილი ნაკრების მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ავსტრიაში მალე კარები დაიკეტება,შემდეგი გაჩერება გერმანიის ბუნდესლიგა.ამაზე მშრომელი,პროფესიონალი და მაგარი ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს ქართველებს.ჩემი ფავორიტი ქართველი ფეხბურთელია ოთარი,კვარაცხელიასთან ერთად.ადამიანად თუ არ ვარგიხარ,ვერ ფეხბურთელად ივარგებ.არასოდეს დამავიწყდება თუნდაც სიმბოლური თანხით კვარაცხელიას დახმარება სამეგრელოში კორონას დროს.რესპექტ
საქართველო
04 სექტემბერი 2020 00:08
0
ჩემი აზრით ოთარს უკვე შეუძლია ავსტრის ბუნდესლიგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში. მე რაც კიტეს თამაშები ვნახე მის თანაგუნდელებს ერთი თავით აღრმატება სათამაშო კლასით.
ზაზა
03 სექტემბერი 2020 19:01
0
2019-2020 წლის სეზონში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა .
ლაშა
03 სექტემბერი 2020 23:54
0
რამდენადაც მახსოვს მისი სტატისტიკა (2 გოლი, 2 ასისტი ყველა ტურნირზე), როდესაც დაახლოებით გაახუთმაგებს მაჩვენენლებს და თუნდაც 10+10 ექნება, მერე შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ გერმანიის ბუნდესლიგის დონეს აკმაყოფილებს. მანამდე კი “ქართული ბაქიბუქია” რასაც წერ მოგობარო... პ.ს. 18 წლის აღარაა 2-3 გოლის გამო ვინმემ ინვესტიცია გარისკოს....
ზაზა
03 სექტემბერი 2020 23:11
2
პირველ რიგში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვფიქრობ რომ იმ ფეხბურთელთა რიგშია რომელთა საყურებლადაც უყოყმანოდ წავიდოდი სტადიონზე, რადგან ნაკრების ბოლო თამაშებში თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებდა, ყოველგვარი ზედმეტი მატრაკვეცობების გარეშე და ბოლომდე იბრძოდა. წარმატებებს ვუსურვებ მას და მთლიანად ნაკრებს
David
03 სექტემბერი 2020 18:33
0
თუ უნდა რამეს რო მიაღწიოს, ჯუღელს უნდა მოუტყდეს,
ჯაბა
03 სექტემბერი 2020 17:39
1
მოუტყდეს ან მოტეხოს
დავითი
03 სექტემბერი 2020 17:59
0
ნამდვილად აქვს ამ ბიჭს ლიდერის თვისებები და ეს ჯერ კიდევ დინამოში დაგვანახა... საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი კაპიტანი გახდება, როდესაც კანკავა და კაშია დაასრულებენ კარიერას!
გიორგი ბათუმი 97
03 სექტემბერი 2020 17:32
0
კაშიას სამწუხაროდ დასულებული აქვს
არისტო
03 სექტემბერი 2020 17:58
0
ბედი არ გინდა, რაღა ახლა გაიჩალიჩა ეს კარანტინი ...
პაატა იმნაძე
03 სექტემბერი 2020 17:20
0

სიახლეები პოპულარული