პორტუგალიური a bola-ს ცნობით, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი არაბიძე "ნასიონალს" დატოვებს.
გამოცემის მტკიცებით, ის "ნასიონალში" ვარჯიშობს, თუმცა თურქული და უკრაინული კლუბები ეპატიჟებიან და უახლოეს საათებში სხვა გუნდში გადავა.
არაბიძე გასულ სეზონში იჯარის წესით "ადანასპორში" თამაშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.
არაბიძეს "ნასიონალთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.