კიტეიშვილმა ავსტრიაში ითამაშა - კორონავირუსი დამარცხებულია?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში, გრაცის "შტურმსა" და "კაფპენბერგერს" შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ოთარი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს. ქართველის გუნდმე მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდს ვერ შეუერთდებოდა. ამის მიზეზად ტრავმა დასახელდა. თუმცა, ცხადია, ტრავმირებული ფეხბურთელი ნაკრების შეხვედრის პარალელურად ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი: გრაცის "შტურმს" არ დაუდასტურებია, რომ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი ჰქონდა. კლუბში 2 კვირის წინ აღნიშნეს, რომ ერთერთი
ფეხბურთელი ინფიცირებული იყო, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილეს. თუმცა, ავსტრიულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ეს მოთამაშე კიტეიშვილი იყო.

თუ სწორედ ოთარი იყო ინფიცირებული, ეს ნიშნავს, რომ ქართველმა ვირუსი უკვე დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს იმას ნიშნავს,რომ “შტურმმა” დაგვიკიდა ან შეთანხმება ჰქონდათ ჩვენ ფედერაციასთან.ყველა ვარიანტში სფფ-ს განმარტების გაკეთება მოუწევს
BOSS
16:26 06-09-2020
1
ცუდი სუნი ასდის ამ ამბავს! თუ ჯანმრთელია ნაკრებში უნდა იყოს! აგერ თამაში არ გვაქვს მაკედონიასთან ? ან გუშინ არ იყო თამაში ?
krazana
16:35 06-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული