ნიკა კაჭარავა "ანორთოსისიდან" "ლეხში" გადადის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთში გააგრძელებს, - იტყობინება 24sports-ი.

გამოცემის მტკიცებით, პოზნანური კლუბის შეთავაზებამ "ანორთოსისი" დააკმაყოფილა, ერთსეზონიანი იჯარა გაფორმდება და თუ გაისამდე ფეხბურთელის კონტრაქტი 250 ათას ევროდ გამოისყიდეს, შეეძლებათ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმონ.

კაჭარავამ ორი სეზონის განმავლობაში "ანორთოსისში" ყველა ტურნირზე 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ნიკა, სავარაუდოდ, "ანორთოსისში" უკანასკნელად შაბათს ითამაშებს "ომონიასთან" დერბიში.

ფამაგუსტური გუნდი უკვე შეუდგა კაჭარავას შემცვლელის ძებნას, რომელიც ქართველი არ იქნება.

ნიკა პოლონეთში 2017-18 წლების სეზონში "კორონაში" თამაშობდა და 26 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა
კარი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფამაგუსტური გუნდი უკვე შეუდგა კაჭარავას შემცველელის ძებნას, რომელიც ქართველი არ იქნება. ეგ კი არა, ქართველები უნდა ვეძებდეთ ერთი ორ კარგ არაქართველ თავდამსხმელს ნატურალიზაციისთვის. (ერთი ორი მცველიც არ გვაცყენდა :) )
grisha
04:15 10-09-2020
19
ანუ ქვილითაია არაო რა...
ზიზ
11:30 10-09-2020
1

სიახლეები პოპულარული