ნიკა კაჭარავა "ანორთოსისიდან" "ლეხში" გადადის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთში გააგრძელებს, - იტყობინება 24sports-ი.

გამოცემის მტკიცებით, პოზნანური კლუბის შეთავაზებამ "ანორთოსისი" დააკმაყოფილა, ერთსეზონიანი იჯარა გაფორმდება და თუ გაისამდე ფეხბურთელის კონტრაქტი 250 ათას ევროდ გამოისყიდეს, შეეძლებათ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმონ.

კაჭარავამ ორი სეზონის განმავლობაში "ანორთოსისში" ყველა ტურნირზე 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ნიკა, სავარაუდოდ, "ანორთოსისში" უკანასკნელად შაბათს ითამაშებს "ომონიასთან" დერბიში.

ფამაგუსტური გუნდი უკვე შეუდგა კაჭარავას შემცვლელის ძებნას, რომელიც ქართველი არ იქნება.

ნიკა პოლონეთში 2017-18 წლების სეზონში "კორონაში" თამაშობდა და 26 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა
კარი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ანუ ქვილითაია არაო რა...
ზიზ
11:30 10-09-2020
1
პაფოსში ძალიან მაგარი იყო და მეგონა იქ ეწყებოდა ძალიან მაგარი კარიერა, მაგრამ ქართული სენი რა თქმა უნდა... ანორთოსისს კი ჭირდება ნიკაზე ძლიერი ფორვარდი მალე ევროპა ლიგა ეწყებათ
Haaland
10:35 10-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული