კვარაცხელიას უმაღლეს დონემდე 1 რამ აკლია - რუსი მწვრთნელი-ანალიტიკოსი

AutoSharing Option
რუსმა მწვრთნელმა-ანალიტიკოსმა იგორ მანანიკოვმა ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

- ხვიჩასა და მაკაროვს თუ შევადარებთ, მეორე უფრო სტაბილურია: ვგულისხმობ გადაწყვეტილებების მიღებას, იმის ცოდნას, თუ რა სურს. დენისის უპირატესობა სივრცეშია, ხვიჩა კი შეტევაში მრავალფეროვნებას ქმნის. ის მეტოქეებს იმაზე მეტჯერ ატყუებს, ვიდრე რუსეთის პრემიერიგის გუნდების ნახევარი ერთად აღებული.

კვარაცხელიას დრიბლინგის 107 მცდელობა აქვს. ეს პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია, თან მეორეადგილოსანს დიდი ფორით უსწრებს. წარმატებული ამ მდელობებიდან 55 იყო...
- ნელ-ნელა მისი დრიბლინგების ეფექტიანობა იზრდება. მათ უკვე გაგრძელება აქვთ: ხვიჩა უკეთ
ანაწილებს ბურთს, ეს ცხადია. პროგრესი ძალიან სწრაფი არაა, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია. მოტყუების შემდეგ ხვიჩა უფრო და უფრო ეფექტიანი ხდება. სწორედ მისი თამაშის შედეგიანობაზეა დამოკიდებული "რუბინის" შეტევა.

კვარაცხელია მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ზონებს შორის ბურთი ზურგით მიიღოს და კარისკენ უცებ მოტრიალდეს. თუ ხვიჩა მოუმატებს და სწრაფად მოიფიქრებს, რა უყოს ბურთს ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, თუ პარტნიორებსაც უფრო ხშირად შეამჩნევს, "რუბინის" შეტევა ამით გაძლიერდება. იყო ეპიზოდები, როცა პასი უნდა გაეკეთებინა, თუმცა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. თუ ამ "პრობლემაზე" იმუშავებს, ის ტოპ-დონეზე ავა.

- ზოგჯერ ხვიჩა ზედმეტად ათრევს ბურთს და ამას სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვება. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, როცა შენი ფეხბურთელი მუდმივად მეტოქის მოტყუებაზე მიდის? სლუცკი ამბობს, რომ მისი შეზღუდვა არ სურს...

- ლეონიდი თამაშის დაგეგმვაში კრეატიულობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა უფრო მკაცრი პრინციპებიც არსებობს. მათ ფარგლებში თავისუფლება ხვიჩასთვისაც მოიძებნება.

წესებში ცვლილების შეტანა ყოველთვის შეიძლება, თუ საქმე ფენომენალურ ციფრებთან გვექნება. ხვიჩას სტატისტიკა კი ფენომენალურთან ძალიან ახლოსაა. სლუცკის სისტემის ცოდნის გათვალისწინებით, ვხვდები, როგორ ათავსებს მასში კვარაცხელიას. დრიბლინგების დიდ ოდენობას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს და მოთამაშეს მითითებები სჭირდება. ვთვლი, რომ ეს მუშაობს. აღნიშნულ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ხვიჩას დრიბლინგი უფრო ეფექტიანი ხდება.

საინტერესო ის არის, მომავალში მის წინააღმდეგ უხეშ თამაშზე ხვიჩას რა რეაქცია ექნება და როგორ შეინარჩუნებს სტაბილურ დონეს. თუმცა, ეჭვგარეშეა, "რუბინს" თავდასხმაში დიდი მომავალი აქვს", - განაცხადა მანანიკოვმა.

ომზადებულია Sports-ის მიხედვით

altPressball: კვარაცხელია კოსმოსია, ჩაკვეტაძე - "ქართველი კაკა" - ჰყავთ ასაკოვანი ბიძიებიც


მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩაზე უხეში თამაში ან ყვითელია და საჯარიმოში პენალტი.ასეა რუბინშიც ასე იყო ნაკრებშიც.რას ჭკუსკოლოფობთ ორივე თამაშში შედეგი მაგისი იყო.მაკედონიასთან წყლიან მინდორზე რომ ვერ გაასწრო თურმე სისწრაფე არ ქონია.ყველას თავი ფეოლა გონია.
ვა რა დონეა
10 სექტემბერი 2020 22:07
0
ფეხებს გაუფრთხილდი ხვიჩა, ფეხებს! შენი ფეხები, ჩვენი იმედია... ღმერთმა არ ქნას დაამტვრიონ, სოციალურ ქსელებში უნდა გავრცელდეს ქართველების გაფრთხილება, რომ ვინც ხვიჩას დაამტვრევს, უნდა იცოდეს, რომ ხრუსტალივით დაილეწება, იქნებ ესე შევეშველოთ, გვერდიდან.. მეტოქის დაცვას მუდამ „„აბაროტის““ შიში უნდა ჰქონდეთ, თორემ.....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
10 სექტემბერი 2020 15:50
2
19 წლის მესი ბიჭი კარში რო ზუსტად ურტყავდეს გოლები გაქონდეს საგოლე პასებს არიგებდეს და თამაშ მარტო იგებდეს მესი იქნებოდა, ბარსაში ითამაშებდა და ოქროს ბურთს მოიგებდა. ეს ყველაფერი წინ აქვს ხვიჩას და იმდენს ნუ მოვთხოვთ რაც დააკომპლექსებს. ის აუცილებლად გააუმჯობესებს ყველა ასპექტს და მაღალი კლასის ფეხბურთელი დადგება უბრალოდ დროა საჭირო.
semi
10 სექტემბერი 2020 15:44
1
რეალურად ხვიჩას პასის პრობლემა არ აქვს, რუბინის თამაშებს თუ უყურებს ეს პატივცემული ამას დაინახავდა - ხვიჩას ერთადერთი პრობლემა არასწორი მიმართულებით სვლაშია, ხშირ შემთხვევაში მოტყუების შემდგომ იქით მიემართება საითაც უფრო რთულ სიტუაციაში იგდებს ხოლმე თავს - ალბათ მიზეზი მის მუდმივ ლტოლვაშია რომ რაც შეიძლება მეტი კაცი მოატყუოს - თუ ამაზე იმუშავებს მეტ გოლსაც გაიტანს და მეტ სწორ პასსაც გააკეთებს.
peeezz
10 სექტემბერი 2020 15:03
0
დღეს რუსეთის სპორტული საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ ოფიციალურად ლოკომოტივმა და კრასნოდარმა ფეხბურთელის ყიდვის შესახებ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს რუბინს შესაბამისად თანხა ეხება 15 და 10 მილიონ ევროს, მე ვფიქრობ კვარაცხელია მეტი ღირს
ბეღურა
10 სექტემბერი 2020 20:15
2
"საინტერესო ის არის, მომავალში მის წინააღმდეგ უხეშ თამაშზე ხვიჩას რა რეაქცია ექნება და როგორ შეინარჩუნებს სტაბილურ დონეს"უნდა ვილოცოთ რათა, რუსი ექსპერტის ეს სიტყვები არ ახდეს და ხვიჩაზე ნებადართული ნადირობა არ გამოაცხადონ.
ილია
10 სექტემბერი 2020 18:41
0
Kargi bichia xvicha, imedia shezlebs shesazleblobebis realizebas.
Milani
10 სექტემბერი 2020 21:56
0
19 წლისაა და მაგ ასაკის ნეიმარივით ან მბაპესავით ნამდვილად ვერ თამაშობს, რომ მუდვმივი ფინტაობა აცალო და არ შეზღუდო. არც ბეილის სისწრაფე აქვს, რამდენჯერმე მაკედონიელ და ესტონელ მცველებსაც ვერ გაასწრო. ასეთი მოთამაშის განეიტრალება საკმაოდ მარტივია საშუალოზე დაბალი გუნდისთვისაც კი და ეს კარგად ვნახეთ მაკედონიასთან თამაშის მეორე ნახევარში. ამიტომ რაც უფრო მრავალმხრივ განვითარდება, ისევ თავის თავს და კარიერასვე გამოადგება. თანაც რაც უფრო სწრაფი იქნება გადაწყვეტილებებში, მით ნაკლები მოხვდება ფეხებში. ძალიან მაგარი ბიჭია ნამდვილად და ხმამაღლა უნდა გაუმახვილოს ყველამ სუსტ მხარეებზე ყურადღება, რომ ჯანოს, ოქრის და კიდევ სხვათა გზას არ დაადგეს.
Lasha
10 სექტემბერი 2020 21:10
5
კოჭებამდე წყალში, დამბალ გრუნტზე სისწრაფის აკრეფა ძალიან ძნელია! ამიტომაც ვერ გაასწრო, მაშიმნ როცა ვერ გაასწრო!
aburjga
10 სექტემბერი 2020 22:55
0
მგონი კარგი ანალიზია.კარგი ისაა,რომ სლუცკი მას ენდობა.თან ათამაშებს და თან გზადაგზა ხვეწავს მის თამაშს.ამ ეტაპზე ხვიჩასთვის,სლუცკიზე უკეთესი მწვრთნელი,ვერ წარმომიდგენია.თვითონ ხვიჩა,ძალიან სერიოზულად უდგება თავის განვითარებას და ეს არც მიკვირს,მამამისი ხომ თვთონაც ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია.ოჯახმა ძალიან კარგად იცის,რა სჭირდება და გეგმას მიჰყვება.სხვათა შორის,იგივეს ვიტყოდი ზურიკო დავითაშვილზე და მის ოჯახზეც.ზურიკოს რაღაც პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა და ახლა გამოდის წინა ხაზზე.ვფიქრობ მას უფრო მეტი კომპონენტები აქვს დასახვეწი,მაგრამ თუ ამ ორმა ბოლომდე გაქაჩა განვითარებაში,მაშინ საქართველოს ნაკრებს,მესხისა და მეტრეველის დინამოს შეადარებენ.ღმერთმა ქნას ახდენილიყოს.პ.ს.მესხი მსოფლიოში სწორუპოვარი დრიბლიორი იყო,მეტრეველი კი თითქოს არ ჩანდა ხოლმე.მე ბავშვი ვიყავი მაშინ და რა თქმა უნდა თამაშის გარჩევა-გაგება ,არ შემეძლო,მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილმა,ვეტერანთა მატჩში ვნახე მეტრეველი და საკუთარი თვალით რომ დავაკვირდი რას და როგორ აკეთებდა მოედანზე,აღტაცებული დავრჩი.საოცარი ფეხბურთელი ყოფილა,შესაძლოა მესხზეც კი მნიშვნელოვანი.
სოსო
11 სექტემბერი 2020 10:05
0
ეს არაკაცი და საკუთარი ხალხის შანტაჟისტი მესი რა მოსატანია როცა კაცები საუბრობენ.
აბა ესა ყოფილა
10 სექტემბერი 2020 22:37
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული