კაჭარავას "ანორთოსისში" ქვილითაია შეცვლის?

AutoSharing Option
თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პოლონეთში გაემგზავრა და დღეს პოზნანის "ლეხთან" გააფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

24sports-ის ცნობით, "ანორთოსისში" კაჭარავას შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება - "გენტის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია და  პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან" საფრანგეთის მეორე დივიზიონის "აიაჩოში" განათხოვრებული ბელგიელი ლეგიონერი უგო კიოპიერსი.

გამოცემის მტკიცებით, "ანორთოსისი" ქვილითაიას გადაბირებას ივნისში ცდილობდა, ახლა კი ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. გუნდის გამოცვლა ფეხბურთელისთვისაც სასარგებლოა, რადგან "გენტის" განაცხადში ვერ ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული