მიქელთაძე და ყიფიანი დაინფიცირდნენ - "როტორში" კორონავირუსი მძვინვარებს

AutoSharing Option
"როტორმა" გამოაცხადა, რომ გუნდის 7 ფეხბურთელი და მათ შორის ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

შვიდივე მოთამაშის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ყველანი იზოლირებული არიან.

კლუბის აცხადებს, რომ 13 სექტემბერს "კრასნოდართან" რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის საშინაო მატჩი ჩატარდება და ამ რთულ სიტუაციაში გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედი აქვთ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვრთნელ ალეკსანდრ ხაცკევიჩის თანაშემწე მაქსიმ შაცკიხმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით. გუნდის მჭიდი გვეყოფა. განაცხადში საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები გვეყოლება. შესაძლოა, ახალგაზრდული გუნდიდან ვინმე დავიმატოთ".

"როტორში" საქართველოს ნაკრებიდან საბა კვირკველია და
ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდნენ, ჯანო ანანიძემ კი კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე დაიწყოს ვაისსმა სანაკრებო Შეკრება სანამ Შარი ატეხილა!!!
ზურა
12:28 13-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული