"ალმერიამ" მაკარიძეს ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე (სიმაღლე 195 სმ) "ალმერიას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა.

"ალმერიამ" ქართველ გოლკიპერს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

კლუბის საიტი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ გიორგი გამოცდილი და საიმედო მეკარეა, თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო და გუნდის კიდევ 8 ახალწვეულთან ერთად მორიგ სეზონს დიდი იმედებით ხვდებიან.

"ალმერიას" ხელმძღვანელობას ახალწვეულებით მომავალ სეზონში ლა ლიგაში გადასვლის იმედი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებები გიორგის! მუდამ სტაბილური სპორტსმენი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ნაკრებშიც ოფიციალურ თამაშებში შანსს, ვიმეორებ ოფიციალურ მატჩებში.
ომპტიმისტი
13 სექტემბერი 2020 02:32
0
წარმატებები. კარგი გადაწყვეტილებაა.
100%
12 სექტემბერი 2020 21:55
0
ძალიან კარგი, აშკარად უკეთესი ვარიანტია ვიდრე ერზურუმი, იმედია რასაც წერდნენ დისკვალიფიკაციაზე არ გამართლდება და თავიდანვე მოუწევს თამაში, წარმატებები და პრიმერას საგზური პირველივე სეზონში ;)
ირაკლი
12 სექტემბერი 2020 21:37
0
წარმატებები გიო.
macbook pro
12 სექტემბერი 2020 21:24
0
ბრავო, გიორგი!!! გილოცავ.

ცოტა ხნის წინ როგორ აშანტაჟებდა თურქულუ კლუბი მაკარიძეს, კარგია რომ მის პროვოკაციას არ წამოეგო!
ჯანო
12 სექტემბერი 2020 22:19
0
სად ალმერია და სად ანორთოსისი იმედია ვაისი ეხლა მაინც გამიფხიკავს ყურებს და თვალებს პანიკორის ნაცვლად ამას დააყენებს
Kaxa
12 სექტემბერი 2020 21:59
6
მე ვერ ვიტყვი თუ ვინ უნდა იდგეს კარებში, მაგრამ ის მადარდებს, და ის კი ვიცი რომ სანერვიულო ნაღდად არ გვაქ მეკარის, / საქართველოს ჩემპიონატშიც არიან ნიჭიერი ბიჭები, ერთი-ორს აშკარად ეტყობა კარგი მომავალი აქ...
Vasili
13 სექტემბერი 2020 01:02
0
მემგონი დროარის ლორია ჩავანაცვლოთ მაკარიძეთი. ( სამწუხაროდ ვაისი პრესტიჟის მიხედვით არჩევს შემადგონლაბას ძირითადად)
ტოტტი
12 სექტემბერი 2020 21:46
2
რატო გიკვირს ვაისის, ტიპი საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნელია, გადაწყვეტილებებს უცბად ვერ იღებს და თამაშის მერე მაგარია, ასე უნდა გვექნა-ისეო.
რაულ გონსალეს ბლანკო
13 სექტემბერი 2020 05:08
4
მოკლედ ამდენი ფეხბურთის მცოდნე ექსპერტები, როგორ ყავს საქართველოს:) ვაისის ნაცვლად ზუსტად იციან ვინ სად დაყენოს,ვინ გამოიძახოს და ა.შ.. ყველა მწვრთნელს ყავს თავისი ფავორიტი ფეხბურთელები, რომლებთანაც ბევრი საუბრები აქვს და მაგის მიხედვით არჩევს ტაქტიკას შემადგენლობას, მერე უკვე ფეხბურთელებზეა როგორ შეასრულებენ მწვრთნელის დავალებას. რამდენი წელია ლორია ნაკრების კარს იცავს და ბრახ და დაყენოს მაკარიძე არა? მეც მინდა,რო დაყენოს, მაგრამ მასე არა ჩვენ,რო გვინდა და ვიცით ფეხბურთი ისე:)
გოგა
12 სექტემბერი 2020 23:23
13
Warmatebebi magari mekarea DA warmatebebi
Gaguuuuu
12 სექტემბერი 2020 23:44
0

სიახლეები პოპულარული