ოქრიაშვილმა ისევ გაიტანა - "ანორთოსისი" "ომონიას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში "ანორთოსისისა" და "ომონიას" მატჩი 1:1 დასრულდა.

მე-15 წუთზე ანგარიში "ომონიას" სენეგალელმა თავდამსხმელმა სენემ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა.

გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს და ამ უკანასკნელმა 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ოქრიაშვილი კი 83-ე წუთზე შეცვალეს.

თორნიკემ მიმდინარე სეზონში 3 თერთმეტმეტრიანი გაიტანა - 2 კლუბში და 1 ნაკრებში.

"ანორთოსისი" 7 ქულით სატურნირო ცხრილს "აპოლონთან" ერთად ლიდერობს, რომელსაც 20 სექტემბერს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წაიკითხავ სათაურს - წერია, რომ აუჰჰჰ, ქართველმა თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა უმნიშვნელოვანესი გოლით!

ნახავ ვიდეოს - ჰმმმ, თურმე გაუტანია პენალტი!
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული