ბუდუმ "ფეჰერვარში" პირველი გოლი გაიტანა - მისი გუნდი გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძის ახალმა გუნდმა, "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "პუშკაში".

ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ამის შემდეგ მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება.

84-ე წუთზე უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან პეტრიაკმა "ფეჰერვარი" დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე ბუდუმაც დალაშქრა მეტოქის კარი. მან მცველი ჩამოიცილა და 14 მეტრიდან გაიტანა.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" ზაფხულში "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა და ახალ გუნდში პირველად გაიტანა.

"ფეჰერვარი" 8 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 27 სექტემბერს გასვლაზე "კიშვარდას" შეხვდება, იქამდე კი 17 სექტემბერს ევროპა
ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტაში "ჰიბერნიანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე რასაც ვაკვირდები ყველაზე კარგად ჩვენს ფორვარდებს შორის ზვივზვივაძე გამოიყურება კი გასაგებია რომ უნგრეთის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის და კვიპროსის და ბელგის ჩემპიონატები უფრო წინაა მაგრამ ამ ეტაპზე როცა ქვილითაია უთამაშებელია და კაჭარავა რომელიც მომენტების უმეტესობას სამწუხაროდ კლუბშიც და ნაკრებშიც აფუჭებს მგონი ბუდუ იმსახურებს შანსის მიცემას ნაკრებში მისი კარიერა პროგრესირებს აშკარად და კარგ ფორმაშია.
ზაზა
02:18 13-09-2020
0
კარგი სეზონი ქონდა შარშან და წელსაც კარგად იწყებს ამ ტემპში თუ გაგრძელებს უკეთეს ლიგაში აღმოჩნდება წარმატებები ბუდუს რაც შეეხება ნაკრებს ყველამ ვნახეთ ქვილითაია და კაჭარავა ნაკრებში ორივე არის საჯარიმოს ფორვარდი რომლებსაც ბურთი უნდა მიუტანოო ან ჩაუწოდო საჯარიმოში,სამწუხაროთ მომენტების რეალიზება კლუბშიც და ნაკრებშიც ორივეს უჭირს და ბევრ მომენტს აფუჭებენ რაც შეეხება ბუდის ის სულ სხვა ტიპის ფორვარია მას შეუძლია უკანაც ჩამოსვლა კაცის მოტყუებაც ბევრი მოძრაობაც და ა.შ და ვფიქრობ ვაისმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ბუდუს.
ზაზა
02:24 13-09-2020
0

სიახლეები პოპულარული