sigmalive.com-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილ ფამაგუსტას "ანორთოსისში" განაგრძობს.
ნიკა კაჭარავას პოზნანის "ლეხში" წასვლის შემდეგ ქეცბაიას თავდასხმის გაძლიერება დასჭირდა, ქვილითაიას "გენტში" თამაში არ უწევს და გარიგებაც შედგა.
ქართველი თავდამსხმელი კვლავ "გენტის" საკუთრება იქნება და კვიპროსულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
ნახევარ ნაკრებს ეგ აძლევს სათამაშო დროს