"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" მოსკოვში 1:0 დაამარცხა "დინამო". გოლი ყაზანელმა დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით 31-ე წუთზე გაიტანა.

43-ე წუთზე ხვიჩას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი პარშივილიუკი შეეჯახა, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ის ანალოგიური ტრავმის გამო გასულ სეზონში სახის დამცავი ნიღბით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი და ყაზანელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.

"რუბინი" 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს "სპარტაკს" უმასპინძლებს. მოსკოვის "დინამო" კი ასევე 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
იმედია ტრამვა სერიოზული არ იქნება! მაგარი ბიჭია და ამ ბიჭის გადამკიდე მოუთმენლად ველოდები ხოლმე რუსეთის ჩემპიონატის თამაშებს!ერგვარად დამაინტერესა ამ ლიგამ.ასევე დავითაშვილის თამაშის ხილვა სასიამოვნო და საინტერესოა! წარმატებები ბიჭებო!
kaxa
20:49 13-09-2020
0
ხვიჩა პენლებს იკიდებს,ოქრის გააქ.მაგარი წყვილია.ღმერთმა ბევრი გაგატანინოთ ერთადაც და ცალ ცალკეც.ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება და წარმატებები.
ნუკრი
20:57 13-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული