"ლეხის" დირექტორი: კაჭარავა ფიზიკურად ძლიერია და თავდასხმაში გუნდი კარგად დავაკომპლექტეთ

AutoSharing Option
"ანორთოსისიდან" "ლეხში" გადასულ თავდამსხმელ ნიკა კაჭარავასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომენტარი პოზნანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რჟისამ გააკეთა:

"ნიკა ჩვენთან შეტევის ხაზის ფორმირებისათვის გადმოვიდა. რა თქმა უნდა, თავდასხმაში მიხაელ ისჰაკი გვყავს, რომელმაც გულშემატკივრების წინაშე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და კლუბის აკადემიის ახალგაზრდა აღზრდილი ფილიპ სზიმჩაკი. ფილიპმა უკვე გაიტანა გოლები, ამჟამად კი მცირე ტრავმა აქვს და მის მომჯობინებას ველით. აგრეთვე გვყავს ცოტა ხნის წინ გადმოყვანილი უნივერსალი მოჰამად ავადი.

ნიკა ცოტა სხვა ტიპის ფორვარდია - ფიზიკურად ძლიერი აღნაგობის. ამიტომ შეტევის ხაზში კარგად ვართ
დაკომპლექტებულნი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული