ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო - "გენტმა" "რაპიდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ვენის "რაპიდი".

36-ე წუთზე ნიკლას დორშმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ჩაკვეტაძე 60-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საჯარიმოში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეო გრიემლმა წააქცია, მერე მეკარესაც შეეჯახა და პენალტი რომან იარემჩუკმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტრავმა.

შეცვლაზე შესულმა იუსუფ დემირმა 90+3-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის "დინამოს" შეხვდება,
რომელმაც "ალკმაარს" 2:0 მოუგო.

შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვუყურე თამაშს და ეს ნაგლები პასს არ აძლევდნენ რამდენი შეტევაც შექმნა იმდენი თავისით ქნა არავინ დახმარებია.. ის უკრაინელი იარმჩუკი თუ ვიღაც პასი რო გაეკეთებინა და არ ეღორა ჩაკვეტაძე გაიტანდა მეორე რა საგოლე პასი მისცა დრიბლინგიის მერე ჩაკვემ და ვერ გაიტანა იარმჩუკმა თვითონ კიდე პასს არავინ აძლევდა გიო მაგრად მეცოდები მაგ ჯუნგლებში ტოპ 5 უნდა თამაშობდე შენ მაგის დროც მოვა მთავარია ტრავმა არ მიიღო
Jeyjey
16 სექტემბერი 2020 00:43
4
100% გეთანხმები თვითონ ფორმაში შედის ეტყობა და ეგ დასათესლი იერემჩუკი და სხვები პასს არ აძლევდნენ 6 ნომერი რა გვარია არ ვიცი ეგეც წყლისთავაა..
Jeyjeys
16 სექტემბერი 2020 01:08
0
გენტი ჩაკვეს დამსახურებით გავიდა.. გუნდში ყველაზე "ნათელი გონებით" გამოირჩევა და დღეს კარგი თამაში ჩაატარა..დასანანია მართლა ის რომ ეგოისტი იარმჩუკმა პასი არ მიცა ჩაკვეს როცა ერთიერთზე გადიოდა და ჩაკვემ ტრამვის ფასად პენალტი მოიპოვა რომლითაც იმავე იარმჩუკმა ისარგებლა და აქტივში +1 გოლი მიითვალა, ჩაკვეს თამაშს იმედია სათანადოდ შეაფასებენ და ტრამვაზე დაწერეთ რამდენად სერიოზულია?? მგონი იმ ფეხით დაეცა რომელზედაც ტრამვა ქონდა :(((
ავთო
16 სექტემბერი 2020 00:34
0
არ უნდა იყოს სერიოზული ტრავმა,უფრო თავის დაზღვევის მიზნით არ გააგრძელა თამაში და სწორადაც მოიქცა.ითამაშა,პენალი აიკიდა, ფორმას იბრუნებს ნაკრებისთვის და საკვალიფიკაციოს შემდეგი ეტაპისთვის.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ ითამაშა და ნაკრებს ევროპაზე მოხვედრაში დაეხმარა ტოპ ჩემპიონატი განაღდებული აქვს.ჭკვიანი,მოაზროვნე ბიჭია.ჯანმრთელობას,გამართლებას და დიდ წარმატებას ვუსურვებ!!!
ნუკრი
16 სექტემბერი 2020 12:10
0
ეს რა უბედურება გვწირს,იქეთ ხვიჩა დაიმტვრა,აქეთ ჩაკვეტაძე, იმედია სერიოზული არაფერია
:-(
16 სექტემბერი 2020 00:40
1
სამწუხაროდ სერიოზულია როგორც ჩანს ნაოპერაციებში მიარტყა ვეღAრ დადუიდა
(
16 სექტემბერი 2020 00:52
8
Zaan cudad daejaxa nabozari mekare.
Amiko
16 სექტემბერი 2020 00:32
1
კაი რა ამის დედა ვატირე ეს გვინდოდა ეხლა, ესეთ ფეხბურთელებს ტრავმა არ უნდა მოდსიოდეს!!! თან რამდენი ხანი იმკურნალა. ერთი სული მაქვს გავიგო როდის იტყვიან რამდენად სერიოზულია. საცოდაობაა, გული კინაღამ გამისკდა.
კვარაცხელიას რაც შეეხება ვატყობ რომ აშკარად მცველები სპეციალურად მიდიან რომ დატრავმონ იმდენად ღიზიანდებიან და სულ ვშიშობდი რამე სერიოზულად არ დააზიანონ
ზურა
16 სექტემბერი 2020 02:15
0
ვიდეოში ჩანს რო ფეხს ამოძრავებს, შეილება არც იყოს რამე სერიოზული
Batumi90
16 სექტემბერი 2020 01:08
2
ღმერთმა გისმინოს !
ვახო
16 სექტემბერი 2020 01:28
0
გმერთით სერიოზული არ იქნება ტრავმა... წარმატებები გიო, ღმერთი შენსკენ
ბათუმი
16 სექტემბერი 2020 00:38
0
ვუყურებდი. გული გამისკდა ეს რა ტრავმა მიიღო. ვშიშობ დიდხანს ვერ ითამაშებს. ბელორუსი იქეთ იყოს და გამოჯანმრთელება გიოს.
ნახალოვკელი
16 სექტემბერი 2020 00:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული