ბელგიური მედია: ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა - "გენტმა" დიდი სანთელი უნდა დაანთოს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" 2:1 დაამარცხა "რაპიდი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორე გოლი რომან იარემჩუკმა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა. გიორგიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ბელგიური პრესა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ვფიქრობ, მუხლის პრობლემა ჰქონდა. თავიდან მეგონა, ტრავმა ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ნამატჩევს ის ნორმალურად გამოიყურებოდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ჩვენ დავბრუნდით, რათა ის თავის საუკეთესო ფორმაში ჩადგეს", - ციტირებს მწვრთნელ ვიმ დე დეკერს sportmagazine.

voetbalprimeur-მა გიორგის ტრავმის შესახებ
შემდეგი აღნიშნა:

ინერვიულეთ ჩაკვეტაძის გამო

"ჯონათან დავიდის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე შანსს იღებს. ქართველმა წასული კანადელი უნდა დაგვავიწყებინოს. ის "რაპიდთან" დიადი ჩემპიონი იყო და პენალტი მოიპოვა.

თუმცა, დაშავდა და ისევ გვაჩვენა, რომ შუშის ადამიანია. მოედნიდან დაუხმარებლად ვერ გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კიევის "დინამოსთან" შეხვედრა გვიწევს, "გენტმა" იმისათვის, რათა უკრაინელებთან მოედანზე შემართული ჩაკვეტაძე ვიხილოთ, დიდი სანთელი უნდა დაანთოს".

ექიმების პირველადი დასკვნით, გიორგის ნაოპერაციები მუხლი არ უტკენია და კუნთების 
დაჟეჟილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ყველაფერი კარგად იქნება ჩაკვე, მებრძოლი ადამიანი არასოდეს ნებდება, შენ კი შრომა არ გეზარება და ეს იქნება შენი წარმატების საფუძველი
გია
16 სექტემბერი 2020 14:14
0
იმის ნაცვლად რო ის აღნიშნონ როგორ თამაშობდა სანთელზე ამახვილებენ აგენიც ყურადღებას.. იარმჩუკით რამდენად შორს წახვალთ მაგ კიევის დინამოსთან მაგასაც მალე ვნახავთ..
ავთო
16 სექტემბერი 2020 11:03
0
მადლობა ღმერთს, მგონი გადავრჩით!
მამუკა
16 სექტემბერი 2020 11:03
0
წუხელ,გული გამიჩერდა,როცა დავინახე,როგორ დარჩა აწეული ფეხი,გიოს და ხელის ქნევით ანიშნა ექიმებს,მალე მომხედეთო.კიდევ უფრო უარესი შეგრძნება იყო,როცა დავინახე,როგორ ჩაჰყავდათ კიბეზე გადაჯვარედინებულ ხელებზე დამჯდარი ჩაკვე.საკაცეც კი არ მიიტანეს,ასე ხელდახელ მიჰყავდათ და მეც ყველაზე უარესი ვივარაუდე.არ ვიცი,რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა,იმედია რომ მართლაც მსუბუქია,მაგრამ მაინც არ მინდა,კიევის დინამოსთან თამაში მოუწიოს.ეგენი ისეთ ათლეტურ თამაშს თამაშობენ,რომ მაშინ მართლაც ძალიან დიდი შანსი იქნება,ტრავმა გაუღრმავდეს.ჩაკვე ისე მსუბუქად ვერ გამოიყურებოდა როგორც ტრავმამდე გვახსოვს,მაგრამ თავის გასაკეთებელ დრიბლინგებს,მაინც წარმატებით ასრულებდა და იარემჩუკსაც მაგარი პასი მისცა,თუმცა თითქოს გუნდიდან მაინც ამოვარდნილი ჩანდა.მისკენ პასი ნაკლებად მიდიოდა.დიდი ხანია აღარ უთამაშია და ავტორიტეტს,დაბრუნება სჭირდება.
სოსო
16 სექტემბერი 2020 10:33
1
ძალიან ვნერვიულობ გიოზე ღმერთო ტრამვიანობას ნუ დააბედებ ამვე დროს ძან მეშინია ჯანოსავით არ დასჩემდეს ტრამვები გიოზეც დავანთოთ სანთლები და კვარცხელიაზეც ამ ორი მფრინავის გარეშე ბელორუსები უეჭველი მოგვიგებენ ღმერტი თქვენსკენ.
zurabi
16 სექტემბერი 2020 09:17
0
რამდენ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს შეექმნა ტრავმის პრობლემა.დაწყებული არველაძიდან.... რაშია საქმე იქნებ ვინმე დაფიქრდეს ამ საკითხში კომპეტენტური.ვფიქრობ ბავშვთა ფეხბურთშია პრობლემა არასწორად ზრდიან ბავშვებს.უამრავი ნიჭიერი დაპაუზდა ტრავმის გამო
ვახო
16 სექტემბერი 2020 08:52
0
რისი ბრალია ჩემო ძმაო და უფულობის ბრალია.... ეხლა იტყვი ფული რა შუაშიაო ფული იმ შუაშია რომ კვირაში 7დღე მხოლოდ პურზე და სუპზე რო იქნები ასეთო სპორცმენი ვერ შედგება სრულყოფილად. ადამიანის ორგანიზმს ბევრი რამე ჭირდება ბევრ საჭირო ვიტამინს ვაკლებთ ორგანიზმს ისე რომ არც ვიცით რა გვჭირდება და რა არა.. გაუნათლებლობა და უფულობა აი ჩვენი ყველას დიდი პრობლემა......
სიმართლე
16 სექტემბერი 2020 12:48
2
საჭმელი არაფერ შუაშია აქ, მაშინ ყველა ბრაზილიელი ტრამვიანი იქნებოდა. საქმე ისაა რო არასწორად ზრდიან ბავშვებს, არ გვყავს კომპეტენტური მწვრთნელები ბავშვთა ფეხბურთში. 18 წლამდე ფიზიკური მომზადებით, ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ქართველები თავის თანატოლებს ბევრად სჯობნიან, მარა 18 წლის მერე უკვე ბევრად ჩამორჩებიან. იმიტომ რო სწორი ვარჯიშია საჭირო. ერთი მწვრთენლი სულ იმას გაიძახოდა, ჯერ ბურთი ისწაველეთ ნუ იტვირთავთ თავებს ჯანი თავისით მოვაო. 18 წლამდე 2 ზბორი უაზრო სირბილი აღმართებზე იქ აქ და მზარდი ორგანიზმი წურავს უკვე იმ რესურსს რაც 18 წლის მერე უნდა ამოწუროს. აბსოლოტურად ყველა ნიჭიერ ტალანტს მუხლზე ჯვარედინა იოგები გაუწყდა და ვეღარ ითამაშა ის რაც უნდა ეთამაშა. ასე რომ ნარკუშა და ლოთი მწვრთნელები თუ არ მოაშორეს ფეხბურთს, ესე გაგრძელდება სულ. ხო კიდე რა ფეხბურთზეა ლაპარაკი ფასიანია ვარჯიში.
levan
16 სექტემბერი 2020 14:02
1
დავაი ჟორიკ შებერეე
c
16 სექტემბერი 2020 11:45
0
წარმატებები გიო ეხლა უყურე ჩანაწერს და ისეთი არაფერი ყოფილა უბრალო შეჯახება იყო უბრალოდ ჩანს რომ ფიზმომზადება არააქვს ამისთვის მაღალ დონეზე ახლა დროა ეს ადამიანი წავიდეს ინგლისში რომელიმ გუნდში და იქ ფიზმომზადება იდიალურათ აიმაღლებს ნახეთ კრაუჩი როგორი გამხდარი იყო მაგრამ ელასტიური და ფიზ მომზადება ქონდა კარგი ამიტომ მოშორდეს ამ წუმპე ბელგიას
Gio
16 სექტემბერი 2020 09:54
1
ჩაკვე არის უდიდესი ტალანტი ვინც გვყოლია ქინქლაძის მერე. ის უბრალოდ ტექნიკური არაა. თავი ადგას მხრებზე და ფიქრობს, თორე ტექნიკური ბევრი ფეხბურთელი გვყოლია ბოლო ხანებშიც. მას შეუძლია გახდეს ახალი ყიფიანი და მჯერა გახდება კიდეც. ინტელიგენტური მოთამაშეა. მთავარია მუხლი არ უტკენია, კუნთი არაფერი. ბელორუსთან აუცილებლად გვჭირდება! ამაზე კარგი მოთამაშე დღეს არ გვყავს
კახა
16 სექტემბერი 2020 14:03
0
ჩემთვის მთავარია ბელორუსიასთან მზად იყოს!!!
tngh
16 სექტემბერი 2020 09:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული