რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე "რუბინმა" ნოვოროსიისკში 4:2 დაამარცხა "ჩერნომორეცი". მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩას შესახებ დაუსვეს კითხვა:
- კვარაცხელიას ცხვირი გატეხილი არა აქვს?
- იქ იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არაა, არის თუ არა მოტეხილობა, უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობს თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას სახის დამცავი ნიღაბი აქვს და ეს პრობლემა არ იქნება.
აბა შენ იცი ხვიჩა, მაგრად გვეიმედები. იმედია იფრენ 8-ში საწადელსაც ავისრულებთ ჩვენც და შენც. ევროპაზე გვესიზმრება ჩვენი ნაკრები. აგერ მაკედონიაც ვნახეთ და მივხვდით ყველანი, ეს სავსებით რეალურია.