ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ მინდა ეხლა შედარებასავით გამომივიდეს, მაგრამ კრიშტიანო რონალდო სულ ბავშვი იყო მანჩესტერში რომ გადავიდა, და რეებს აკეთებდა თავიდან, ვისაც ახსოვს დამეთანხმება, უაზროდ ბურთის თრევა, პასის დაგვიანება, ერთიდაიგივე კაცის ასჯერ მოტყუება და ბოლოს ბურთის დაკარგვა, ჟონგლიორიბა ცირკის მსახიობივით ორი მეტრის რადიუსში, მაგრამ დაიხვეწა და ადამიანი გახდა ლეგენდა, ნომერ პირველი ფეხბურთელი მესისთან ერთად,, უახლოეს მომავალში მე სამწუხაროდ მსგავს მოვლენას ვერ ვხედავ ფეხბურთში!!/ ხოდა ხვიჩაც ხომ ახალგაზრდაა, ეს სეზონია რაც 90 წუთის თამაში დაიწყო, და რატომ თხოვთ იმ შედეგს რასაც შემდეგარი ფეხბურთელების 80 % ვერ აკეთებს, კარიერას ისე ამთავრებენ დრიბლიგი რომ არ გაუკეთებიათ, და ეს ბიჭი 19 წლისა, იშრომებს , მეტს ივარჯიშებს და კარში დარტყამასაც დახვეწავს,/// არ შეიძლება დამწყებს უსაყვედურო , იმას ვერ აკეთებ! ამას ვერ აკეთებ! მითიმეტეს იმ ფონზე რომ რამდენი მაგის ტოლა იცით მსოფლიოში ვინც ხვიჩაზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს? 10 კაცი? 20?? ვაცადოთ რა, და გამოჩნდება
Vasili
20 სექტემბერი 2020 23:29
2
გმირი :)))
სახიჩარი
20 სექტემბერი 2020 23:14
8
სპარტაკი ათი კაცით დატოვა და ჩაკეტესო დდ თან ცვლიდენ იმ უბედურს და ვერ მოასწრეს.ჩაკეტვა იყო მიხიჩამ რო ბესტი დატოვა უბურთოდ და კოსტავამ ბლოხინი.
zaza
20 სექტემბერი 2020 23:01
2
მოდით, ვაღიაროთ, რომ ზოგადად, ქართველები, ობიექტურობას მოწყვეტილები ვართ და საკუთარ თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას ვეწევით - ეს არ გახლავთ მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა.
რაც უფრო მყარად ვიდგებით მიწაზე და რაც უფრო თვითკრიტიკულები ვიქნებით, მით უფრო ნაკლებად განვიცდით მიწაზე დანარცხებას, მით უფრო მეტად განვვითარდებით ჩვენც და სხვებსაც მივცემთ ამის საშუალებას.
მერსო
20 სექტემბერი 2020 22:52
8
მთავარია ხვიჩამ მაგალითი აიღოს საოცარი კაცისგან კრიშტიანოსგან რომელმაც ჭკვიანი და თავდადებული შრომით უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია.არსებობს უამრავი საპირისპირო მაგალითებიც,მასზე ნიჭიერებმა როგორ გაანიავეს თავისი ნიჭი.მოკლედ ყველაფერი მასზე და მის გარემოცვაზეა დამოკიდებული.თანაც ხვიჩა კრიშტიანოს მაგრად სცემს პატივს.
ღმერთს ებარებოდეთ
20 სექტემბერი 2020 22:26
2
ვნახე თამაში და არაფერი არ გამოუვიდა დღეს. ჩაკეტეს. რა ფინტები, რა სათაურია, გეგონება დაგლიჯა
გიორგი
20 სექტემბერი 2020 22:00
24
Შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე((( 3-4 საგოლე პასი გააკეთა რა მისი ბრალია თუ ვერ გაიტანეს და სირები ყავს პარტნიორები?3 ყვითელი აკიდა სპარტაკს ,კაცი გააგდებინა და მეტს რას თხოვ 19 წლის ბიჭს? Ვერაა ეს ხალხი რა
თაზო
21 სექტემბერი 2020 06:35
0
აი როგორ არ მაქვს შენახული სტატიათა სათაურები ჭანტურიაზე, არაბიძეზე, ზარანდიაზე, ჭაკვე... და რა? სად არიან? მარად პერსპექტიული "ქართველი ლეგენდები"?! ასე რომ ფრთხილად! ამხანაგო!
vaxo
20 სექტემბერი 2020 21:26
25
შე კაი კაცო ჩაკვესთან რა გინდა? ან მჭედლიძესთან ეგ ბიჭი ძალიან შრომისმოყვარე იყო ტრამვები რო არა აი ჭანტურიაზე გეთანხმები
გიორგი
21 სექტემბერი 2020 01:24
1
კაცი, რომ იმედით ცოცხლობს ???!!! რა ვქნათ , არავინ შევაქოთ???!!! კაცი ღირსი, რომ არ იყოს მესმის, მაგრამ რდესაც იმსახურებს ჩუმად ვიყოთ???!!! მთელი რუსეთი აალაპარაკა და ჩვენ გავიყუსოთ???!!! შეძახილის გარეშე ხე გახმაო ხომ გაგიგია???!!! მეტი პოზიტივი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!
დათო
20 სექტემბერი 2020 22:17
0
მთელი სპარტაკი ხვიჩას ედგა და სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდნენ, რაც მოახერხა ეგეც ბევრი იყო.
ლორდი
20 სექტემბერი 2020 21:20
2
გაძევების მომენტში ხვიჩა ორ მცველს გასცდა და მესამემ,მასლოვმა წააქცია.ეს სულ სამ მეტრიან მონაკვეთში მოხდა.ერთი კაცი,თითქმის არასოდეს ეთამაშება.ის კი ნაღდია,რომ დრიბლინგის ლოგიკურად დამთავრება,ჯერჯერობით მთლად კარგად ვერ გამოსდის.მეორე ფლანგზე მაკაროვს ათამაშებენ და ის გაცილებით უფრო ხშირად ურტყავს კარში.გოლებიც გაიტანა თამაშიდან.ხვიჩამ მეორე წუთზე,დრიბლინგით რომ შევიდა თითქმის მეკარის ბაქნამდე,მთელი ძალით კარში დარტყმის ნაცვლად,კარის გასწვრივ დაარტყა ბურთი და მცველს მოარტყა.შანსიც არ ჰქონდა პასი გასულიყო...შესაძლოა რიკოშეტით კარში წასვლაზე გააკეთა აქცენტი
სოსო
20 სექტემბერი 2020 22:00
0
უფრო მეტად მარჯვენა ფლანგს ტვირთავდნენ, ხვიჩასთან ვერ ან არ ათამაშებენ ბურთს, რამდენი მიიღო კვარაცხელიამ შეტევაში ბურთი თითქმის სულ სახიფათო იყო.
ირაო
20 სექტემბერი 2020 21:18
0
ხვიჩა მთავარია ძალიან მონდომებულია! მინდორზე არ საჩქაობს!ბოლომდე იხარჯება! კარგ პასებსაც იძლევა. თუ ასე გააგრძელა აუცილიბლად დაგება მაგარი ფეხბურთელი.
რობი
20 სექტემბერი 2020 21:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული