ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ხვიჩას ჰაბიტუსი საოცრად ქართულია, მეტიც რაღაც მშობლიური, თბილი. ფიზიკურად ძლიერი. გთხოვ იშრომე, იშრომე თავდაუზოგავად, რონალდოსებრ, რადგან შენ ქართველი ხალხის გასახარად, საიმედოდ შეგქმნა უფალმა.
ამო
20 სექტემბერი 2020 21:03
2
ხიბლში ნუ ჩავარდებით, "რუბინი" დზაან შორსაა "სპარტაკი" გან, გინდ ხვიჩათი გინდ გოჩათი))
რატი
20 სექტემბერი 2020 21:01
22
ბავშვია და გაზრდა უნდა.

zas.
20 სექტემბერი 2020 20:52
0
ძალიან მაგარი ფეხბურთელია!!! ტექნიკური, პლუს ჭკვიანი!!! მთელი სპარტაკი ,,ამატავა "დღეს!!! გუცაევის დრიბლინგებს მაგონებს!!! ,,რუბინიც "კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს!!! წარმატებები ხვიჩას!!!
დათო
20 სექტემბერი 2020 20:05
3
მოუგია თამაში და ეგ არის
ტედესკო
20 სექტემბერი 2020 20:04
16
მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე - კორეელი ფეხბურთელის გარეშე, გუნდი აბსოლუტურად დაულაგებელი იყო და არც ხვიჩას უთამაშია საუკეთესოდ, ერთი-ორი გამონათების გარდა, რბილად რომ ვთქვათ.
მერსო
20 სექტემბერი 2020 20:04
8
გეთანხმები ძმაო ამ ჟურნალისტებს უკვე ძაან ბევრი მოდით ბაქა ბუქით ლაპარაკობენ ვუყურე თამაშს და არაფერი ისეთი არ გაუკეთებია პირიქით თამაშის დასაწყიში 100% მომენტი გააფუჭა ეგ რო გარტანა სპარტაკი ან მოიგებდა ან არა და კიდე ერთი მომენტი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ხვიჩას მიუვიდა ერთი შეეხებით დაარტყა და აუტის ხაზე ძლივს დაიჭირა მისმა გუნდელმა ასე რო დარტყმაზე აქ სამუშაო ძაან ბევრი.... და კიდე ეგეთი ტალანტები ჩვეენ ძაან ბევრი გვყოლია და მარა ეხლა სად თამაშობენ თუ იცით,,,ხვიჩა ძაან კაი ბიჭია და მაგუს გამო ვუყურებ რუბინის თამაშებს ამ სეზონში არ გამომიტოვებია არცერთი და მეც იმედი მაქ მარა მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში ეგეთი ბიჭები ევროპაში ოპტამ ყრია თუმდაც ოდეგარი ავიხოთ მარა არ ტეხავენ ამხელა აჟიოტაჟს ვაცალოთ ამ ბიჯს განვითარება და შევეშვათ ბაქა ბუქს
Qutaiseli
20 სექტემბერი 2020 21:33
6
უდაოდ ნიჭიერი ახალბაზრდაა, მარა ჩვენ ცოტა ზედმეტს ხო არ ვშვებით,
რატი
20 სექტემბერი 2020 19:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული