ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ მინდა ეხლა შედარებასავით გამომივიდეს, მაგრამ კრიშტიანო რონალდო სულ ბავშვი იყო მანჩესტერში რომ გადავიდა, და რეებს აკეთებდა თავიდან, ვისაც ახსოვს დამეთანხმება, უაზროდ ბურთის თრევა, პასის დაგვიანება, ერთიდაიგივე კაცის ასჯერ მოტყუება და ბოლოს ბურთის დაკარგვა, ჟონგლიორიბა ცირკის მსახიობივით ორი მეტრის რადიუსში, მაგრამ დაიხვეწა და ადამიანი გახდა ლეგენდა, ნომერ პირველი ფეხბურთელი მესისთან ერთად,, უახლოეს მომავალში მე სამწუხაროდ მსგავს მოვლენას ვერ ვხედავ ფეხბურთში!!/ ხოდა ხვიჩაც ხომ ახალგაზრდაა, ეს სეზონია რაც 90 წუთის თამაში დაიწყო, და რატომ თხოვთ იმ შედეგს რასაც შემდეგარი ფეხბურთელების 80 % ვერ აკეთებს, კარიერას ისე ამთავრებენ დრიბლიგი რომ არ გაუკეთებიათ, და ეს ბიჭი 19 წლისა, იშრომებს , მეტს ივარჯიშებს და კარში დარტყამასაც დახვეწავს,/// არ შეიძლება დამწყებს უსაყვედურო , იმას ვერ აკეთებ! ამას ვერ აკეთებ! მითიმეტეს იმ ფონზე რომ რამდენი მაგის ტოლა იცით მსოფლიოში ვინც ხვიჩაზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს? 10 კაცი? 20?? ვაცადოთ რა, და გამოჩნდება
Vasili
20 სექტემბერი 2020 23:29
2
ვინც ამ დარტყმებზე ლაპარაკობთ, მარტო თქვენ ხედავთ? მუშაობს ბატონო ამაზეც ვარჯიშებზე. სლუცკიც ამას ეუბნება და სხვებზე მეტად კარებში არტყმევინებს, როდესაც სხვები სხვა რაღაცეებზე ვარჯიშობენ. აცადოთ იქნება. მისი შრომისმოყვარეობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს! მე ვნახე გუნდის ვარჯიში 18 სექტემბერს და ამიტომ ვამბობ.
დავით 67
21 სექტემბერი 2020 02:35
3
ეს სეზონი სლუცკისთან,ხვიჩასათვის,იდეალური ვარიანტია.ძალიან გეგმაზომიერად ამზადებს.თუ შეტევის ბოლო ფაზაში სიდინჯე შესძინა,შესაძლოა ლიგის უძლიერეს ფეხბურთელთა სამეულშიც შევიდეს.
სოსო
21 სექტემბერი 2020 13:34
0
ძალიან მაგარი ფეხბურთელია!!! ტექნიკური, პლუს ჭკვიანი!!! მთელი სპარტაკი ,,ამატავა "დღეს!!! გუცაევის დრიბლინგებს მაგონებს!!! ,,რუბინიც "კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს!!! წარმატებები ხვიჩას!!!
დათო
20 სექტემბერი 2020 20:05
3
ხვიჩას ჰაბიტუსი საოცრად ქართულია, მეტიც რაღაც მშობლიური, თბილი. ფიზიკურად ძლიერი. გთხოვ იშრომე, იშრომე თავდაუზოგავად, რონალდოსებრ, რადგან შენ ქართველი ხალხის გასახარად, საიმედოდ შეგქმნა უფალმა.
ამო
20 სექტემბერი 2020 21:03
2
უდაოდ ნიჭიერი ახალბაზრდაა, მარა ჩვენ ცოტა ზედმეტს ხო არ ვშვებით,
რატი
20 სექტემბერი 2020 19:58
1
კარგია ასეთი აქტიური კომენტარები გადაჭარბწბული კრიტიკა ესეიგი ნამდვილად კარგი ბიჭია და ზოგს შურს ზოგს ისე ზოგს ასე, ფაქტია კი ერთია ყველა ხვდება რომ მაგარია !! ერთერთი ამომავალი ვარსკვლავია ჯერ საქართველოს ფეხბურთის და იმედია მსოფლიო ვარსკვლავი გახდება
James
20 სექტემბერი 2020 23:53
0
ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ ნახევარფაბრიკატია მაინც. ძალიან ახალგაზრდაა და მთლიანად მის შრომისმოყვარეობაზე და ჭკუაზეა ყველაფერი დამოკიდებული. დასახვეწია აქვს ბევრი რამ. გახსნა უნდა ისწავლოს უკეთ, დარტყმაზე უნდა იმუშაოს მეტი, თამაშის წაკითხვაც გასაუმჯობესებელია... ნუ მოკლედ პერსპექტივა მაგარი აქვს და ეს რომ რეალობად აქციოს, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. და კიდევ, საფეხბურთო ინტელექტთან ერთად ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ჭკუაც უნდა გამოავლინოს - არ უნდა შეეშალოს როდის სად გადავიდეს, სად თავი დაზოგოს და ტრავმებს თავი როგორ აარიდოს და თუ ასეთი მოხდა (ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისაგან) სიფრთხილით მიუდგეს და ბოლომდე მოურჩენელი არ გავიდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ბრწყინვალე მასალიდან რომ ნამდვილი ვარსკვლავი გამოვიდეს, ბევრია სამუშაო. ჩვენ გულშემატკივრებმა კი შევაქოთ, როცა შესაქებია, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ფარგლებში და როცა საჭიროა ვაკრიტიკოთ, მაგრამ ეგეც ფარგლებში. ყველაზე ცუდია, როდესაც ზომა გვავიწყდება.
არტ
21 სექტემბერი 2020 00:15
0
გარანტიას გაძლევთ ხვიჩას მთელი თავისი მომავალი, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არავითარი სერიოზული ტრავმა არ ექნება! ამას მიუთითებს მისი, გენეტიკა, აღნაგობა (ფიზიკა), მის "ხოდს" შეხედეთ, ბურთით რა სიჩქარეს ავითარებს, ნაბიჯი (შაგი) როგორი აქვს! ღმერთმა დაასაჩუქრა ყველაფრით, რომ გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის ფეხბურთელი და საქართველო ასახელოს! წარმატებებს გისურვებ შვილო ხვიჩა! გაფრთხილება არ გინდა, შენ ეს კარგად იცი, მაგრამ მაინც გეტყვი - ნაშები, ფერარი, ვისკი და კლუბები 40 წლის მერე უფრო ტკბილია!
aburjga
21 სექტემბერი 2020 13:49
0
ცხოვრებისეულ ჭკუაზე,ალბათ ვოვა გუცაევისაგან უნდა ისწავლოს.ხომ როგორ თამაშობდა,რამდენ ტრავმას იღებდა,მაგრამ რიგით თამაშებში,ბოლომდე მაინც არ იხარჯებოდა,ტრავმებს უფრთხილდებოდა და მეტოქესაც ბოლომდე არ აუბედურებდა.აი როცა გადამწყვეტი მატჩები იყო,მგონი ყველა მატჩში აქვს გატანილი გოლი.იმ დროის დინამოც პრინციპში ასევე თამაშობდა,გაიტანდა ორ გოლს და მეტოქის განადგურებას აღარ ცდილობდა.ამის გამო,აღარც მეტოქეები ამტვრევდნენ,დიდი ანგარიშით გამწარებულები.არადა მაშინდელი მსაჯების ხელში,ტრავმების რაოდენობა რაც იყო,გაცილებით უფრო უარესი გვექნებოდა.
სოსო
21 სექტემბერი 2020 13:47
0
მთავარია ხვიჩამ მაგალითი აიღოს საოცარი კაცისგან კრიშტიანოსგან რომელმაც ჭკვიანი და თავდადებული შრომით უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია.არსებობს უამრავი საპირისპირო მაგალითებიც,მასზე ნიჭიერებმა როგორ გაანიავეს თავისი ნიჭი.მოკლედ ყველაფერი მასზე და მის გარემოცვაზეა დამოკიდებული.თანაც ხვიჩა კრიშტიანოს მაგრად სცემს პატივს.
ღმერთს ებარებოდეთ
20 სექტემბერი 2020 22:26
2
ხვიჩა მთავარია ძალიან მონდომებულია! მინდორზე არ საჩქაობს!ბოლომდე იხარჯება! კარგ პასებსაც იძლევა. თუ ასე გააგრძელა აუცილიბლად დაგება მაგარი ფეხბურთელი.
რობი
20 სექტემბერი 2020 21:17
0
მთელი სპარტაკი ხვიჩას ედგა და სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდნენ, რაც მოახერხა ეგეც ბევრი იყო.
ლორდი
20 სექტემბერი 2020 21:20
2
გაძევების მომენტში ხვიჩა ორ მცველს გასცდა და მესამემ,მასლოვმა წააქცია.ეს სულ სამ მეტრიან მონაკვეთში მოხდა.ერთი კაცი,თითქმის არასოდეს ეთამაშება.ის კი ნაღდია,რომ დრიბლინგის ლოგიკურად დამთავრება,ჯერჯერობით მთლად კარგად ვერ გამოსდის.მეორე ფლანგზე მაკაროვს ათამაშებენ და ის გაცილებით უფრო ხშირად ურტყავს კარში.გოლებიც გაიტანა თამაშიდან.ხვიჩამ მეორე წუთზე,დრიბლინგით რომ შევიდა თითქმის მეკარის ბაქნამდე,მთელი ძალით კარში დარტყმის ნაცვლად,კარის გასწვრივ დაარტყა ბურთი და მცველს მოარტყა.შანსიც არ ჰქონდა პასი გასულიყო...შესაძლოა რიკოშეტით კარში წასვლაზე გააკეთა აქცენტი
სოსო
20 სექტემბერი 2020 22:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული