ხვიჩას ფინტები, პასები, პერსონალური მეურვის გაძევება - "რუბინი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთათვის უიღბლოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 21-ე წუთზე კი ყაზანელთა მეკარე მედვედევი გამოსვლაზე შეცდა და მერკულოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"სპარტაკთან" ხვიჩამ ისე ლაღად და აქტიურად ითამაშა (ნიღბის გარეშე), თითქოს გასულ ტურში მოსკოვის "დინამოსთან" ტრავმა არც კი მიუღია. მას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა ტედესკომ პერსონალური მეურვე, მასლოვი მიუჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ჩვენებურმა მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და მოედნის დატოვება
მოუწია.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა დედაქალაქლებმა უკან დაიხიეს და "რუბინმა" დიდი ძალებით შეუტია, ხვიჩა პასებს კარგად ანაწილებდა, ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე დესპოტოვიჩი გაიყვანა, ორჯერ მაკაროვი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს და 0:2 დამარცხდნენ.

ჩვენთვის მთავარი კი კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა და მისი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
აი როგორ არ მაქვს შენახული სტატიათა სათაურები ჭანტურიაზე, არაბიძეზე, ზარანდიაზე, ჭაკვე... და რა? სად არიან? მარად პერსპექტიული "ქართველი ლეგენდები"?! ასე რომ ფრთხილად! ამხანაგო!
vaxo
20 სექტემბერი 2020 21:26
25
კაცი, რომ იმედით ცოცხლობს ???!!! რა ვქნათ , არავინ შევაქოთ???!!! კაცი ღირსი, რომ არ იყოს მესმის, მაგრამ რდესაც იმსახურებს ჩუმად ვიყოთ???!!! მთელი რუსეთი აალაპარაკა და ჩვენ გავიყუსოთ???!!! შეძახილის გარეშე ხე გახმაო ხომ გაგიგია???!!! მეტი პოზიტივი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!
დათო
20 სექტემბერი 2020 22:17
0
შე კაი კაცო ჩაკვესთან რა გინდა? ან მჭედლიძესთან ეგ ბიჭი ძალიან შრომისმოყვარე იყო ტრამვები რო არა აი ჭანტურიაზე გეთანხმები
გიორგი
21 სექტემბერი 2020 01:24
1
გიორგი ჩაკვეტაძე!...გაიხსენეთ ჯგუფი ვინ მოგვაგებინა და იმდროინდელ კომენტარებს მის შესახებ. იგივე მეორდება, გიო უფრო დახვეწილი ფეხბურთელია ვიდრე ხვიჩა, ჯერჯერობით და ორივე ერთად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ნაკრებისათვიე. არ დაგავიწყდეთ გიორგი არაბიძეც, სულ ორ წლამდეა ამათზე უფროსი. შვედურ გუნდთან, შახტარში ისეთი რამეები აკეთა მთელი თამაში, რომ მარტო თამაშით უგებსო კომენტატორი ამბობდა. ვისაც არ გინახავთ, ნახეთ იუტუბზე. ჰოდა ამას ვიძახი, ვაქოთ კი არა ცაში უნდა ავიყვანოთ როცა საჭიროა, აბა სხვა რითი დაუჭიროთ მხარი და თუ ღმერთის ბოძებულს შრომისმოყვარეობა და წინსვლის სურვილი დაემატა, დაგვეზრდებიან დიდი ვარსკვლავები. გამოუვათ თამაშები, უნდა ვაქოთ აბა არა? აი თუ არ გამოუვათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვლანძღოთ, გული არ უნდა გავუტეხოთ(როგორც მაგალითად ვაკოს, ერთი პასის გულისთვის) იმას არ ვამბობ სუნზე არაფერი ვთქვათ, მაგრამ თქმაცაა დ თქმაც. ღმერთმა აცილოს ტრავმიანობა, ხშირად ვაქოთ და არცერთი არ დაგვავიწყდეს.
emigranti
21 სექტემბერი 2020 01:39
6
ვიყავი იმ თამაშზე , ,,მალმე"-,,შახტარი", მორშჩინსკოეში!!!,, შახტარის "დირექტორი მთელი თამაში სულ გიორგის გვარს ყვიროდა!!! 90 წთ არ გაჩერებულა გიორგი, ვინც ბურთს იღებდა ეგრევე მას ეძებდნენ, რომ პასი მიეცათ!!! ტრუსკოვეცში ვიყავი და შახტარიც იმავე სასტუმროში ,,მირ ოტელში"იყო!!! სპეცილურად წავედით მორშინსკოეში გიორგის თამაშის საყურებლად!!! დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ს წარმატებებს კიდევ ბევრჯერ გავიგებთ!!!
დათო
21 სექტემბერი 2020 11:38
0
მე, ეტყობა, სხვა თამაშს ვუყურე - კორეელი ფეხბურთელის გარეშე, გუნდი აბსოლუტურად დაულაგებელი იყო და არც ხვიჩას უთამაშია საუკეთესოდ, ერთი-ორი გამონათების გარდა, რბილად რომ ვთქვათ.
მერსო
20 სექტემბერი 2020 20:04
8
გეთანხმები ძმაო ამ ჟურნალისტებს უკვე ძაან ბევრი მოდით ბაქა ბუქით ლაპარაკობენ ვუყურე თამაშს და არაფერი ისეთი არ გაუკეთებია პირიქით თამაშის დასაწყიში 100% მომენტი გააფუჭა ეგ რო გარტანა სპარტაკი ან მოიგებდა ან არა და კიდე ერთი მომენტი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ხვიჩას მიუვიდა ერთი შეეხებით დაარტყა და აუტის ხაზე ძლივს დაიჭირა მისმა გუნდელმა ასე რო დარტყმაზე აქ სამუშაო ძაან ბევრი.... და კიდე ეგეთი ტალანტები ჩვეენ ძაან ბევრი გვყოლია და მარა ეხლა სად თამაშობენ თუ იცით,,,ხვიჩა ძაან კაი ბიჭია და მაგუს გამო ვუყურებ რუბინის თამაშებს ამ სეზონში არ გამომიტოვებია არცერთი და მეც იმედი მაქ მარა მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში ეგეთი ბიჭები ევროპაში ოპტამ ყრია თუმდაც ოდეგარი ავიხოთ მარა არ ტეხავენ ამხელა აჟიოტაჟს ვაცალოთ ამ ბიჯს განვითარება და შევეშვათ ბაქა ბუქს
Qutaiseli
20 სექტემბერი 2020 21:33
6
სპარტაკი ათი კაცით დატოვა და ჩაკეტესო დდ თან ცვლიდენ იმ უბედურს და ვერ მოასწრეს.ჩაკეტვა იყო მიხიჩამ რო ბესტი დატოვა უბურთოდ და კოსტავამ ბლოხინი.
zaza
20 სექტემბერი 2020 23:01
2
ვნახე თამაში და არაფერი არ გამოუვიდა დღეს. ჩაკეტეს. რა ფინტები, რა სათაურია, გეგონება დაგლიჯა
გიორგი
20 სექტემბერი 2020 22:00
24
Შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე((( 3-4 საგოლე პასი გააკეთა რა მისი ბრალია თუ ვერ გაიტანეს და სირები ყავს პარტნიორები?3 ყვითელი აკიდა სპარტაკს ,კაცი გააგდებინა და მეტს რას თხოვ 19 წლის ბიჭს? Ვერაა ეს ხალხი რა
თაზო
21 სექტემბერი 2020 06:35
0
უფრო მეტად მარჯვენა ფლანგს ტვირთავდნენ, ხვიჩასთან ვერ ან არ ათამაშებენ ბურთს, რამდენი მიიღო კვარაცხელიამ შეტევაში ბურთი თითქმის სულ სახიფათო იყო.
ირაო
20 სექტემბერი 2020 21:18
0
ბავშვია და გაზრდა უნდა.

zas.
20 სექტემბერი 2020 20:52
0
ჟურნალისტებს ვთხოვ, იქნებ დაუკავშირდეთ ლევან მჭედლიძეს, გიორგი ჭანტურიას, ლევან ყენიას და კითხოთრას აპირებენ, წავიდნენ საერთოდ ფეხბურთიდან? კიდევ შეიძლება ამ სიას დავუმატოთ სხვებიც
რომელუ
21 სექტემბერი 2020 00:46
4
ყენია და მჭედლიძე გატანჯერ ტრამვებმა და ვეღარ ითამაშებენ დიდ ფეხბურთს. ჭანტურიას არც არასოდეს სდომებია დიდი ფეხბურთის თამაში. ბარსადაც დაიწყო და კლუჟში და ალანიაში ვერ გაქაჩა. ასე რომ ეგეც დაივიწყე
რაღა დროს ეგენია
21 სექტემბერი 2020 01:35
1
სად და ვის დაუკავშირნენ? პანთეონში აჩრდილებს?
ცოტა უხერხული შეფასება კი არის მაგრამ სიმართლეა და სხვაგვარად ვერ ვთქვი, მაპატიეთ
Olimpo
21 სექტემბერი 2020 08:46
0
მოუგია თამაში და ეგ არის
ტედესკო
20 სექტემბერი 2020 20:04
16
მოდით, ვაღიაროთ, რომ ზოგადად, ქართველები, ობიექტურობას მოწყვეტილები ვართ და საკუთარ თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას ვეწევით - ეს არ გახლავთ მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა.
რაც უფრო მყარად ვიდგებით მიწაზე და რაც უფრო თვითკრიტიკულები ვიქნებით, მით უფრო ნაკლებად განვიცდით მიწაზე დანარცხებას, მით უფრო მეტად განვვითარდებით ჩვენც და სხვებსაც მივცემთ ამის საშუალებას.
მერსო
20 სექტემბერი 2020 22:52
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული