ყაზანელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შეუჩნდა - სლუცკიმ უპასუხა, რომ ბუბკას რეკორდს ვერ გაიმეორებენ

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "რუბინი" სახლში 0:2 დამაცხდა "სპარტაკთან". ამ მატჩში მასპინძელთა ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, რის შესახებაც მიმოხილვაში მოგახსენეთ.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ყაზანური გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩაზე წესად ქცეული კრიტიკული კითხვა დაუსვეს, თითქოს "რუბინს" ყველაფერი აწყობილი ჰქონდეს და ჩვენებური უშლიდეს ხელს. სლუცკიმ კი კვლავ საკადრისი პასუხი გასცა - გადმოგცემთ სტენოგრამულად.

- კვარაცხელიას თამაში შეაფასეთ. ისე ჩანდა, ზედმეტად მიდიოდა მოტყუებაზე და ნაკლებად კონსტრუქციული იყო.
- "დღეს რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა. გასაგებია, კონსტრუქტივი რომ ჰქონდეს, ყოველ
მატჩში 3 გოლს გაიტანდა.

ყველა საბოლოო შედეგიდან გამოდის. იმაზე საუბარი, რომ "რუბინს" მებრძოლი ხასიათი არ ჰყოფნის - ეს ნამეტანია... ჩვენ მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით და ბოლო წამამდე ვქმნიდით მომენტებს. მაშ, კიდევ რაში გამოიხატება ბრძოლის უნარი? ჭოკით ხტომაში ბუბკას რეკორდი უნდა გაგვემეორებინა?

და კიდევ სელექციაზე. არა აქვს ამაზე კითხვის დასმას აზრი, როდესაც ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან კარგად თამაშობს.

"სპარტაკის" მეკარე მაკსიმენკომ კარიერაში ყველაზე მეტი რაოდენობის სეივები განახორციელა", - განუცხადა სლუცკიმ.

ცნობისათვის, "რუბინმა" მეტოქის კარისაკენ 24-ჯერ დაარტყა, კარში 8-ჯერ, "სპარტაკმა" კი კარში ერთხელ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა - მეორე ავტოგოლი იყო.

"სპარტაკის" კარისაკენ ჩემპიონატზე უკანასკნელ 11 წელიწადში 24-ჯერ არავის დაურტყამს. ასეა თუ ისე, "რუბინის" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩას 3 განსაკუთრებული პლიუსი აქვს სასტარისტიკო..
ან საგოლეს აკეთებს, ან პენალს იკიდებ ან თავისი აქტიურობიდსნ გამომდინსრე, ყვითლებს და წითლებს აკიდებინებს მეურვეებს... რავი არა?!
მევარმე
23:49 20-09-2020
0
ვუყურე პირველად ამ ბიჭის გულისათვის რუსეთის ჩემპიონატის თამაშს. Xვიჩა ყველაფერს სწორად აკეთებს, სამწუხაროდ მისი პარტნიორები ვერ თამაშობენ დონეზე, რამდენჯერ დაასვა ბურთი მაკარენკოს ან დესპოტს და რაგააკეთეს. მაკლარენკო ისეთი ცალფეხაა ყავარჯნები სჭირდება მე მგონიდა ბევრი გამაზა და ეს დესპოტოვიჩი კი პენლების კი იტანს მაგრამ რამდენი დაარტყა ძალით მეკარეს დაუმიზნა დღეს და მეკარემაცაც რამდენიმე სასწაული ბურთი აუღო. ხვიჩას ისეთ დროს აძლევდნენ დღეს პასებს რომ მთლიანად ჩაკეტილი აუტის ხაზზე იდგა და იქიდენ ბევრჯერ გამოძვრა თავისი ტექნიკის გამო და დადებითად შემოატრიალა სიტუაცია. ზუსტად ორჯერ დაჰკარგა ბურთი გადამეტებული მცდელობისათვის მაგრამ თუ არავი იხსნება დროზე პაზსსი ვის მიაწოდოს?. ძალიან დიდი ტალანტია ეს ბიჭი და იმედია შორს წავა. ბევრი ქართველი შემტევის და წინა შუახაზის მოთამაშესავით არ იქცევა თან და დაცვაშიც ჩამოდის და ბურთზეც იბრვის. სპარტაკს ეს თამაში არ მოუგია. რუბინმა წააგო
niko
04:45 21-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული