კანკავა და კვეკვესკირი "ტობოლს" დატოვებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი სეზონის ბოლოს "ტობოლს" დატოვებენ, - იტყობინება Prosports.kz.

გამოცემის ჟურნალისტ აიდინ კოჟახმეტის მტკიცებით, ასეთი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო და მათ უნდათ გუნდში უფრო ახალგაზრდა და სწრაფი ფეხბურთელები მიიწვიონ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ტობოლს" წელს ბიუჯეტი სერიოზულად შეუმცირდა და კორონავირუსის გამო ფეხბურთელებს ხელფასები 25%-ით შეუმცირეს. ასე რომ, ქართველებს ფინანსური პრობლემების გამო დაემშვიდობებიან.

კანკავა "ტობოლში" 2018 წელს ფრანგული "რეიმსიდან" გადავიდა, ხოლო კვეკვესკირი 2017 წელს - აზერბაიჯანული "გაბალადან".

altკანკავა, სერხიო რამოსი, დე ბრუინი - ერთა ლიგის მეორე

ტურის სიმბოლურში

altკვეკვესკირი: მე და კანკავა თბილისამდე 24 საათი მოვდიოდით - არ მესმის, ესტონეთთან 1:0 მოგების გამო ხალხი რატომ დარჩა უკმაყოფილო

altკანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
მერე რას უყურებენ მოწინავე ქართული გუნდები? ოკეანის გაღმა კაშიას აქვს კრიზისი. რით ვერ მოიძებნა თანხები რომ ვეტერანები მაინც დაბრუნდნენ ეროვნულში?
Fan
22 სექტემბერი 2020 19:31
3
დროა ჯაბა საქართველოში დაბრუნდეს, გაალამაზებს ქართულ ლიგას და მის გვერდით სხვაც მოუმატებს, აი ნიკას ალბათ შეუძლია კიდევ ითამაშოს იგივე კვიპროსი , პოლონეთი და მსგავსი დონის ლიგაში .
მიხაელ
22 სექტემბერი 2020 19:25
0
ტობოლი რომ გაგდებს ცუდია არადა კარგი ფეხბურთელები არიან
ზორბეგი
22 სექტემბერი 2020 18:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული