ხვიჩა დიდი ტალანტი და ცეცხლოვანი ქართველია - უტკინი კვარაცხელიას გამოექომაგა

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა ახსნა, თუ რატომ დაატყდა თავს კრიტიკის ქარცეცხლი "სპარტაკთან" ნამატჩევს (0:2) "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას.

"ჯერ ერთი, ხვიჩა დიდი ტალანტია. ასეთი ტალანტების ზედმეტად შეფასება ჩვეულებრივი ამბავია. მეორე - მასზე ბევრი კარგი რამ ითქვა, კერძოდ, ლეონიდ სლუცკის მიერ.

თანაც, როდესაც საუბარი "ლოკომოტივის" მენეჯმენტზე ჩამოვარდება, მეორე ფიგურის რანგში ყოველთვის ამოტივტივდება კვარაცხელიას გვარი. მათ ასეთი კოლექტიური "მენეჯერ-ნევროტიკი" აქვთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართველი. მას კარგი მატჩებიც ექნება და ცუდებიც. უბრალოდ ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის საფეხბურთო პიროვნებად ჩამოყალიბების
პროცესშია", - განაცხადა უტკინმა "ეხო მოსკვას" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უტკინი ყოველთვის კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ და თუ გააკრიტიკებს უსამართლოდ არა
საბა
20:36 22-09-2020
0
კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან როგორიცაა,ვხედავთ.ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და იქ,მგონი კიდევ უკეთესია.სლუცკიმ,ერთ თამაშში4 ნახევარმცველში,მარცხნიდან შიგნით შემოწეული ნახევარმცველის პოზიციაზეც მოსინჯა და უნდა ითქვას,რომ თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა,მიუჩვევლობის გამო,მაგრამ ჩემი აზრით თუ ჯანო არ გვეყოლება გამთამაშებლად,მისი ამ პოზიციაზე თამაში,შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს ნაკრებისათვის.მისთვის ერთი და ორი კაცის მოტყუება დიდი პრობლემა არ არის,ამ პოზიციიდან კი,ორი კაცის მოტყუების შემდეგ,უკვე დასარტყმელ პოზიციაზე იქნება და მარჯვენა ფეხით დარტყმისთვისაც მოსახერხებელი კუთხე.სიმაღლეც აქვს და ფლანგურ ჩაწოდებაზე გასვლაც შეეძლება,დაბლა კი,შეტევაში დაყენებულ ოქრისთან,ან ვაკოსთან კომბინირებით,ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.მგონი ესეც ვარიანტია,არა?
სოსო
20:32 22-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული