კაჭარავა კვიპროსში საგოლე გადაცემით დაბრუნდა - "აპოლონი"-"ლეხი" 0:5

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლეხმა" ნიქოზიაში 5:0 გაანადგურა "აპოლონი".

"ანორთოსისიდან" პოლონურ გუნდში ახლახან გადასული ნიკა კაჭარავა 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და 90+1-ე წუთზე მისი კოხტა ქუსლური პასით პორტუგალიელმა პედრო ტიბამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გათამაშების შემდეგ ეტაპზე პოზნანური გუნდი "შარლერუასა" და ბელგრადის "პარტიზანის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სხვათა შორის, "აპოლონმა" სამიოდ დღის წინ კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისს" 3:1 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატო არ მიქვეყნებთ კომენტარს, მარტო უაზრო და ანგაჟირებული კომენტარები უნდა ბეჭროთ? ოქტომბერში დამთავრდება თქვენი უნიჭო მაფიოზობა, ეგეც არ შეგიძლიათ
eeee
24 სექტემბერი 2020 12:46
2
დვალი რომ დაბრუნდა და განაცხადში იყო, რატომ არ ახსენებთ? ან კიდევ ლაკვეხელიანი რომ დამკვიდრდა სრაზუ ძირითადში, რატომ არ ამბობთ? ხომ ჩანს ,რომ მშვენიერი ჩემპიონატი აქვს უნგრეთს, რა კაზახეთს და კიპროსს არ სჯობს? დიდი ალბათობით დვალი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, იმედია საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, ასევე, იმედია ლაკვეხელიანიც დაიხვეწება და უფრო მოუმატებს, დიდი ხანია ეგ ბიჭი ნაკრებს იმსახურებს, წინა თამაშებშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვაისი მგონი ბრუციანია, ან ფედერაციას ვინც უნდა, იმათ იძახებს. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ პაპუნაშვილი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. როგორც სჩანს ასეცაა და მაგიტომაც დატოვეს გუნდში, რადგან თუ ტრამვა საბოლოოდ მოირჩინა, პაპუ აუცილებლად აღიდგენს ფორმას და შესაძლოა გაისად პრიმერაშიც ვიხილოთ. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ვაისაც აღიდგენს მხედველობას და კიპრის რუსეთის და კაზახეთის გარდა, სხვა ჩემპიონატებიდანაც მიწვევს ბიჭებს, რადგან არჩევანი, იმხელა აქვს, როგორიც მანამდე, არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია. სტაბილურად თამაშობს ჭანტურიშვილიც. საბერძნეთშიც გვყავს 2-3 კაცი, თურქეთში თამაშობენ ბიჭები. იგივე ბელგიაში თამაშობენ, თუნდაც მეორე ლიგაში, ის ბიჭი უგოლოდ არ ტოვებს მინდორს, უკრაინასი სავსეა ნიჭიერი ქართველები, ახალგაზრდები. საინტერესოა არაბიძის მდგომარეობა, რომელზედაც ინფორმაციას არ დებენ, ვიცი რომ გუნდმა არ გაუშვა და ჯანმრთელადაა. ერთი სიტყვით, ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ ძლიერი გუნდი გვყავდეს, მაგრამ ამ კაცის და ფედერაციის ხელში, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, ეს არ ვიცი. იქნებ დაუბრუნდეს ჩვენი ფეხბურთის მამებს სამართლიანობის გრძნობა და ვაისს, როგორც ვთქვი მხედველობა. ასეთი უტიფარი კაცი, არ მინახავს, თან ჩვენც რომ გვაბრმავებს.
eeee
24 სექტემბერი 2020 11:39
2
მაგ საცოდაობასთან საბურთალო 1-5 ზე დამარცხდა.
1234
24 სექტემბერი 2020 11:26
0
youtube.com/watch?v=vuc7QXPdLr0
ქ. გ.
24 სექტემბერი 2020 07:10
0
პოლონეთში დაბრუნდა და არა კვიპროსში
ნიკა
23 სექტემბერი 2020 23:39
36
სვრკაზე რას იტყვი?
კაი ჩემი?!
24 სექტემბერი 2020 10:19
0
კარგი იქნებოდა თვითონ რომ გაეტანა, მაგრამ იმ ეპიზოდში გადაცემა უფრო ჭკვიანური იყო. ნეტა დამკვიდრდეს იქ კარგად და გამმოისყიდონ
Haaland
23 სექტემბერი 2020 23:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული