ქართველების "როტორი" ჩასაძირად გაწირეს

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციით "როტორის" 10 ფეხბურთელი და მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

მძიმე სიტუაციაში მყოფმა ვოლგოგრადულ გუნდმა, რომელიც ისედაც აუტსაიდერია, მატჩების გადადება მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს და 3 შეხვედრაში ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაუთვალეს - 2 ჩემპიონატზე "კრასნოდართან" და "როსტოვთან" და თასზე სტავროლოპის "დინამოსთან".

ერთი სიტყვით, იმის ნაცვლად, რომ რთულ ვითარებაში მყოფი გუნდისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ, ფაქტიურად პრემიერლიგიდან გასავარდნად გაწირეს.

შეგახსენებთ, ზემოთნახსენები ფეხბურთელების გარდა "როტორში" საბა კვირკველია თამაშობს და ახლახან ბათუმის "დინამოდან" ჯოვინო ფლამარიონი
გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
როტორს დაანებეთ თავი,ჩვენს ფეხბურთს ვინ წირავს ჩასაძირად იმათზე წერეთ,როტორის დედაც....
ბაჩი
26 სექტემბერი 2020 18:57
0
ვეთანხმები სოსოს, სადაც ეგ ჯუღელაა ყველგან კორონა, ხოლერა და შმორის სუნი,
kaxi
26 სექტემბერი 2020 17:37
1
უბედურება ადამიანების სიბნელეა. არ სჯერათ რომ ეს ვირუსი არსებობს და პანდემიაა. აქედან მომდინარეობს ეს პრობლემები მათ შორის ჩვენთანაც. რამდენიც გინდათ მინახავს ჩვენში ეგეთები. ეხლა იძახონ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა რომ არაფერი სჭირთ და ჯანმრთელები არიან და ითამაშონ, არ უნდათ? თუ ესე გაგრძელდა ეს მარტო დასაწყისი იქნება.
გიორგი
26 სექტემბერი 2020 16:07
0
ამ გუნდის ქართველები უთამაშებლები ხვდებიან ბელორუსთან მატჩს,არც გრიგალავას,კაშიას და ხოჭოლავას ულხინთ თავიანთ გუნდებში,კაკაბაძე დვალიც ასევე.... მეშინია კვარაცხელიასაც კორონა არ გამოუგონონ ლუკაშენკოს ხათრით,კაროჩე რავიცი რა,რას გაიგებ...
ბაჩი
26 სექტემბერი 2020 13:19
0
სწორად იქცევიან. არავის არავინ არ გაუწირავს. ეხლა რომ ამათ გადაუდონ, ერთი თვის მერე სხვა გუნდი დაინფიცირდეს მერე იმას უნდა გადაუდონ ყველა თამაში, ზამთარში კიდევ სხვა ორ გუნდს და ბოლოს ასე თუ გაგრძელდა, 2024 წელში დაამთავრებენ ჩემპიონატს
ლოგიკურია
26 სექტემბერი 2020 12:36
0
ჯუღელი სადაც არის იქ ყველაფერი ცუდად იქნება
სოსო
26 სექტემბერი 2020 09:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული