"როტორმა" ანანიძის ღირსეული საქციელი აღიარა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვერ შეძლო ტრავმის გამო თამაში და მიუხედავად იმისა, რომ "როტორისგან" მთელი წლის ხელფასის აღება შეეძლო, ღირსეულად მოიქცა და კონტრაქტი გაწყვიტა. სწორედ ამაზე გააკეთა "Россия 24"-ის ეთერში კომენტარი ვოლგოგრადული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ:

"ჯანოს ტრავმა ჰქონდა და აღდგენის პროცესში იმყოფებოდა. დაშავებული რომ არ ყოფილიყო, მას ხელშეკრულებას ვერ გავუფორმებდით, ვერ დავუკმაყოფილებდით მოთხოვნებს. უფრო სხვა გუნდში გადავიდოდა, რომელიც სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილზე იმყოფება, ან შეიძლება ევროპულ კლუბში.

ჩვენ გარკვეულ რისკზე წავედით და ის მოთხოვნებზე დაგვთანხმდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა.
დავილაპარაკეთ და მივხვდით, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დავშორდებოდით.

ჯანო ძალიან ლამაზად მოიქცა. კარიერის გაგრძელებას ვუსურვებთ, დაე, ყველაფერი გამოუვიდეს. კონტრაქტი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე გავწყვიტეთ. შეიძლება ამ სატრანსფერო ფანჯრისას ვინმესთან კონტრაქტი გააფორმოს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
პოსტსაბჭოთა ქართულ ფეხბურთში,ბევრია არაა ისეთი,ვისაც ისე ვაფასებ ადამიანურად,როგორც ჯანოს.როგორც ფეხბურთელი,რომ უნიჭიერესია,ესეც ხომ სადავო არ არის.იმედი მაქვს,რომ გამოჯანმრთელდება და მაღალ დონეზე ითამაშებს,მაგრამ თუ არ გამოუვიდა და ვერ განიკურნა,კაცი ვერ უსაყვედურებს ჯანოს,რომ საქმეს რამე დააკლო და საცდელი არ ეცადა.სადაც უნდა წავიდეს,მე მუდამ მისი გულშემატკივარი და კეთილის მსურველი ვიქნები
სოსო
18:39 29-09-2020
0
ჯანოს მაგრად არ უმართლებს,იქნებ კიდევ მოიკრიბოს ბოლო ძალები.
ziko
17:13 30-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული