ჩაკვეტაძე კიევის "დინამოსთან" ვერ ითამაშებს - ეს შესაძლოა, კარგიცაა

AutoSharing Option
თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი დაიწყება კიევის "დინამოსა" და "გენტს" შორის. სტუმართა გუნდში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

მის შესახებ გუშინ მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და შეიყვანდა თუ არა განაცხადში, ამას მატჩის წინ გადაწყვეტდა.

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ალბათ, კარგია კიდეც, რომ გიორგი არ ითამაშებს და ტრავმას ბოლომდე მოირჩენს. მით უმეტეს, "გენტს" გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს.

შეგახსენებთ, ბელგიაში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში უკრაინულმა გუნდმა 2:1 იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიევის დინამო ყოველთვის ცნობილი იყო "Костолом"-ებით, ასე რომ შეიძლება ჯობდა კიდეც ნაკრების ტამაში წინ, რომ არ არის გენტის ძირითადში
ოზუზი
22:53 29-09-2020
4
ძალიან გამეხარდა!!!
დათო
22:38 29-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული