ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვიჩას , სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს , გარდა ნიჭისა-მამამისი , რომელმაც აქამდე ყველანაირად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო შვილის განვითარებისათვის და ფულს შოვნის მსურველ ტურებს(აგენტებს) ახლოს არ გააკარა საერთოდ . იმედი მაქვს მასევე გააგრძელებს და არ აჩქარდება .
ATP 16
18:00 03-10-2020
1
ჩემი აზრით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ხვიჩასთვის. იმედი მაქვს ეს გარიგება არ მოხდება.
რუსეთის დონე ვფიქრობ აღემატება თურქეთისას ბოლო წლებში ან თუ არ აღემატება მინიმუმ თანაბარი მაინც არის. რაც შეეხება გუნდებს შორის სხვაობას არც აქ უნდა მოტყუვდეს ვინმე რადგან გალათასარაია ეს არ ნიშნავს რომ გრანდია ბოლო წლებში თურქეთში ბასაქშეჰირი ფენერბახჩე და ბეშითქაში არიან ლიდერები ანუ შეიძლება ითქვას გალათასარაი საშუალო დონის კლუბია თურქეთში ხოდა ახლა თუ გადადიხარ თურქეთში და თან იქაც საშუალო დონის გუნდში ეს ვერანაირად ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი პლუს ბევრი ბარიერი დახვდება ხვიჩას გალაში. ერთი სიტყვით ვფიქრობ სადაც არის ისევ იქ დარჩენა ჯობს. ფათიჰის დროც გასულია კაი წლებია უკვე ასე რომ არც ა დრე წყვეტდა დიდათ ვარსკვლავებს და ახლა ხო მითუმეტეს ხოდა ახლა იბადება კითხვა რა მიზეზი უნდა იყოს კიდე იმისა რომ ხვიჩას იქ წასვლა მოუნდეს? ყველაზე მთავარი ანაზღაურება ალბათ ეს მაგრამ ერთი ორი მილიონის გამომუშავებას ჯობს ცოტა კიდე მოითმინოს იყოს 300 ათას დოლარზე თუნდაც ერთი ან ორი წელი და შემდეგ ბევრად უკეთ სიტუაციაში მოხვდეს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნის კლუბებში სასურველია გერმანია.
ლევანი იარაჯული
15:40 03-10-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული