ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა "ანორთოსისს" გაამარჯვებინეს - ახლა მათ გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.

"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.

რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქვილითაიას სათამაშო დრო გაეზარდა, კარგია, როგორ წაადგება ვნახოთ, მიმოხილვიდან 2 მომენტი არ მომეწონა, ერთი- თამაშგარე კი დაფიქსირედა მაგრამ ცარიელ კარში 1,5 მეტრიდან ვერ შეაგდო, ნელა გააგორა და მცველმა გამოიტანა?! მეორე- პენალტზე აშკარად ფეხი დატოვა და მსახიობურად წაიქცა, როცა კარი ცარიელი რჩებოდა მეკარე წაქცეული იყო და ერთი მცველი ვერ ფარავდა კარს, დარტყმა შეეძლო და პენალტის დარტყმა მოინდომა, ოქრიმ კი ჩემი ჯერიაო, არ იყო ლამაზი მომენტი, რაც ცუდად მენიშნა, სამწუხაროდ არ მაქვს ქვილითაიაზე დიდი მოლოდინი, მაგრამ სხვებიც ეთამაშებიან ვარსკვლვებს, ეპიზოდის -გაელვების ფეხბურთელები გვყვავს და ....
გუსანი
14:46 04-10-2020
3
ეცადეთ ერთმანეთს გაუგოთ ნაკრებში ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის.
ლაშა
09:03 04-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული