ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა "ანორთოსისს" გაამარჯვებინეს - ახლა მათ გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.

შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.

"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.

რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიფიქრე მეჩვენება , ქვილითაია პენალის დარტყმას თხოვდა ოქრიაშვილს, / არ მომეწონა ოქრის საქციელი, მაგრამ მგონი წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი ვინ ურტყამს პენალს. რო დაეთმო და გაეფუჭებინა ქვილითაიას, ქეცბა ორივეს დახვრეტდა! დაუშვილასაც დაააყოლებდა ზემოდან, ნუ დაუშვილი არაფერ შუაშია მარა მაინც :D.../ ქვილითაია წონაში დაკლებული მომეჩვენა , თითქოს გაწურეს ისე იყო.../ თუ მოიკლავს თავს ვარჯიშით , მომავალი წინააა აქ!!! გულაობას და გართობას მერეც მოასწრებს!!!
Vasili
01:19 04-10-2020
2
ქვილითაიას თუ კაცის მოტყუება შეეძლო და ტექნიკა ქონდა აღარც მახსოვდა. ქეცბაიას ნამდვილად მადლობა ეკუთვნის, რომ აძლევს ქართველებს საშუალებას ითამაშონ. აშკარად რაღაც გადაეკეტა ნაკრების მწვრთნელობისას და ძირითადად მხოლოდ უარყოფითი მხრიდან დაგვანახა თავისი თავი.
ნიკ
23:35 03-10-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული