ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
დიდი მადლობა ქართველი ხალხის გახარებისთვის! ცრემლი მომადგა კომენტარების კითხვისას. შენ გაიხარე ხვიჩა!!!
ნაკრების ფანი
05 ოქტომბერი 2020 03:51
0
ხვიჩა :)) შენ შემოგევლე მე მაგარი ადამიანო!! ასე ჯიგრულად რომ თამაშობ!!! ტფუ ტფუ ტფუ და ეგრე გააგრძელე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!! მეც არ ვტოვებ არც ერთ რუბინის თამაშს
გადასარევი გიორგი
05 ოქტომბერი 2020 02:53
2
რუბინს საქართველოში ამდენი ქომაგი მგონი არ ყოლია,თამაშს არ ვტოვებ მე პირადად,ეს ბიჭი შვილივით მიყვარს!
თეოფა
05 ოქტომბერი 2020 01:17
1
შიგ კადიროვში
დათო
05 ოქტომბერი 2020 00:10
1
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც ქართველებს სიამაყეს გვიბრუნებს. რითაც ქართული ფეხბურთი გვიყვარდა, იმ ფეხბურთს თამაშობს. მიდი, ხვიჩა.
გელა
04 ოქტომბერი 2020 22:59
0
სულ აზრზე რომ არ იყო ფეხბურთის და არ გიყვარდეს საერთოდ, მის ჟილკიან თამაშს რომ შეხედავ გაბალეშჩიკებინებს მაინც ზოგ ფეხზე მოსიარულე მკვდარს არა ჰგავს საბედნიეროდ. ესეთი ფეხბურთი გვიყვარს ქართველებს და ამას რომ ვართ მონატრებული იმიტომ ველოდები პირადად მე ყველა ხვიჩას თამაშს სულმოუთქმელად. აი ეს არის ქართული ჯიშის ფეხბურთი . ბოლომდე შეუბერე ძალიან ბევრად მეტი შეგიძლია
ასეა ეს
04 ოქტომბერი 2020 22:52
1
ძაან მაგარი გოლი იყო!ყოჩაღ ხვიჩას.აი იმას ვერ ვხვდები,რატომ არ აიგნორებთ ამ ავადმყოფ კორბენს.ნუღარ პასუხობთ ამ პროვოკატორს,გაანებეთ თავი...
კარგით რა
04 ოქტომბერი 2020 22:48
0
ხვიჩა იმედია ჩვენს კომენტარებს კითხულობ ძმაო,შენ ჩვენი ხარ ,ჩვენი ხვიჩა,ჩვენი იმედი ,მსოფლიოს რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ,ამისთვის შენ ბევრი უნდა იშრომო,ამასთან კაცი ხარ კაცური და ასე მაღლა აღმართული ატარე მუდამ ქართული სული,ჩვენ კიდევ შენ გიქომაგებთ ,და ჩვენი ერთიანობისა და გამარჯვებისთვის ვილოცებთ,ჩვენ ერთი გუნდი ვართ, საქართველოოოოო!!!!
დევკალიონი
04 ოქტომბერი 2020 22:46
0
ულამაზესი გოლი იყო. ბრავო ძმაო.
მმრ
04 ოქტომბერი 2020 22:40
2
დიზლაიქს დამეჭირა
თოკო
04 ოქტომბერი 2020 23:33
1
ტექნიკური გრიგალია. რასაც ფეხბურთი ჰქვია იმას თამაშობს. ეს პროლოგიც არ არის ჯერ და კინოს მერე და მერე ვნახავთ. კოჭებში და სულში ეტყობა, რომ ამოუწურავი ენერგია და მიზანი აქვს. რუსი კომენტატორებიც კი ამბობენ ბურთს რომ მიიღებს ეხლა რაღაც მოხდებაო. გაიხარე ქართველების გახარებისთვის. მადლობა კაი კაცოოოოოოოოოოო
ნამდვილ ფეხბურთს მონატრებული
04 ოქტომბერი 2020 22:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული