ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს კაცი მართლა რაღაც სასწაული იზრდება, ესეთი მაგარი და თავმდაბალი ნაღდი ქართველი გვიმრავლოს უფალმა. გაიხარე ქართული დაჩაგრული გულების გახარებისთვის, აგიშენდა ოჯახი,,,,,,,,,,,,,,,,,
გენაცვალე ქართულ ჯიგარში
04 ოქტომბერი 2020 22:08
0
ხვიჩა აჩვენებს სწორედ ისეთ ფეხბურთს, რისთვისაც ეს სპორტი გვიყვარს! დარწმუნებული ვარ ბელორუსთან დუბლს შეასრულებს! მიდი ხვიჩა. ჩვენი იმედი და სიხარული ხარ!
დავით67
04 ოქტომბერი 2020 21:41
1
შენს პირს შაქარი
niko
05 ოქტომბერი 2020 03:38
0
მიდი რა ძმა ხვიჩა ნუ დანებდები, შენი შესაძლებლობების 50 % ავლენ, შენ ორჯერ მეტი შეგიძლია მინიმუმ.
გია
04 ოქტომბერი 2020 21:40
1
დარტყმა და "ფინიშინგი" აშკარად დასახვეწი აქვს, ისევე როგორც ფაქტიურად ყველა ქართველს. აქაც მეკარეს მოარტყა და მხოლოდ მერე წავიდა ბურთი იქ, სადაც თავიდანვე უნდა დაერტყა.. თუმცა ამ მომენტში ამ ბიჭმა ის გამოავლინა, რაშიც ქართველ შემტევებს ძალიან უჭირთ - რეაქტიულობა გრძელ დისტანციაზე, ბოლომდე ბრძოლა და ბურთთან აზრიანი მოპყრობა, ფაქტიურად არც ერთი შეხება ზედმეტი არ აქვს და მისი დრიბლინგი ბურთის თრევაში არ გადადის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაქები შემტევების უმეტესობა უბრალოდ ძუნძულით გაყვებოდა ამ ბურთს და მასზე გაქცეულ მცველს. ხვიჩა ფიზიკურადაც მოძლიერდება და დარტყმასაც ისწავლის, პასსაც და ყველაფერს, რაც აკლია უმაღლეს დონემდე. მთავარია, პროგრესი არ შეაჩეროს და რუსეთში საჭიროზე დიდხანს არ დარჩეს.
Lasha
04 ოქტომბერი 2020 21:40
0
კვარა წელს პრემიერლიგის საუკეთესო გახდება და ნამდვილ პრემიერლიგაში გადავა. სუპერგოლი გაიტანა, ნებისმიერ ვარსკვლავს დაამშვენებდა ეს გოლი!
ცოტნე
04 ოქტომბერი 2020 21:38
0
ქართული ნიჭი იგრძნობა ♥
ზუზუ
04 ოქტომბერი 2020 21:22
0
შენ კი გენაცვალე მაგ ჟილკიან გულში. გთხოვ არ გაგვაწბილო და მოუმატე და მოუმატე, დარწმუნებული ვარ თავში არაფერი აგივარდება, მადლობა შენს გამზრდელებს, დაგელოცოს ოჯახი და ქვეყანა.................
სტალინი
04 ოქტომბერი 2020 21:22
1
მარგალი მარგალიტია ხო იციი
ემიგრანტი
04 ოქტომბერი 2020 21:21
4
ჩვენი იმედი, ჩვენი ბიჭი ხვიჩა. გენაცვალე შენ ხვიჩა.
G.LA
04 ოქტომბერი 2020 21:18
0
ახალგაზრდა კრიშტიანო გამახსენა მანჩესტერში რომ თამაშობდა.
ვა რა მაგარია
04 ოქტომბერი 2020 21:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული