ჩაკვეტაძემ ითამაშა - "გენტმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ითამაშა.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა "ბეერსხოტი".

მართალია, ამ გამარჯვებაში ჩვენებურს წვლილი არ შეუტანია, მაგრამ მთავარია, რომ მწყობრში ჩადგა. ის მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა 62-ე წუთზე ანდერსონ ნიანგოს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო.

"გენტი" 9 ქულით მე-11 ადგილზეა, ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, გიორგი კი მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავარია მწყობრშია უკვე გიო. გელოდებით 8-ში უნდა იფრინო გიო.
წარმატება და გამარჯვება
G.LA
21:21 04-10-2020
1
როგორ მიხარია ჩაკვე რომ დაბრუნდა!! მიდი გიორგი :) უბრალოდ ერთი რჩევა ჩემგან, ნაღდად გამოგადგება მომავალში - გადაეჩვიე თავ ჩაქინდრულ სიარულს, ზოგჯერ შეიძლება, მარა სულ თავი გაქვს ჩაქინდრული ამ ბოლო დროს და იქმნება ისეთი შთაბეჭიდლება, რომ თავმდაბლობის გამო კი არ აკეთებ, თითქოს რაღაც არ გამოდის. ამ დროს საოცარ რამეეს აკეთებ :) ამიტომ ამაყად, მაღლა თავი და თვალებში ნაპერწკლები
გადასარევი გიორგი
02:56 05-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული