უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ფეჰერვარმა" სახლში 5:1 გაანადგურა "უიპეშტი".
მასპინძელთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც 43-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 66-ე წუთზე გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი შეცვალეს.
სტუმართა გუნდში ახლახან გადასული გიორგი ბერიძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.
და კიდევ: "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედნზე 2:1 მოუგო "პუშკაშს". ბუდაპეშტელთა მცველმა ლაშა დვალმა მორიგი ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა. ის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.
youtube.com/watch?v=iHAVajUvBUc